OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ჩიხი სომხეთის , N10-ის მიმდებარედ (ნაკვეთი 39/002)

AR11021734სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება5 მარტი, 2024
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
6934748
გადაწყვეტილების თარიღი
15 მარტი, 2024
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
მინური აბულაძე
დეველოპერი (ს/კ)
245599990

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.17.07.039.002
მესაკუთრე
ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეული
ფართობი
1 827 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11021734
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
5 მარტი, 2024
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
10 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
2

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 15 მარტი, 2024ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 28 თებერვლის №6909737 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 5 მარტს №AR11021734 განცხადებით მომართა მინური აბულაძემ და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 28 თებერვლის №6909737 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 28 თებერვლის №6909737 ბრძანებით, №01.17.07.039.002 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. წარმოდგენილი განცხადებით, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილია სამსახურის 2024 წლის 28 თებერვლის №6909737 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება, კერძოდ, ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებიდან დამხმარე 18.17 კვ.მ. ფართობის ამოღება და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებში საერთო ფართობად 6956.66 კვ.მ-ის ნაცვლად 6938.49 კვ.მ-ის დაფიქსირება. სამსახურმა დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ საპროექტო შენობა-ნაგებობისთვის საერთოდ არ არის გათვალისწინებული დამხმარე ფართობი და შესაბამისად, შესაძლებელია შეთანხმებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებიდან დამხმარე 18.17 კვ.მ. ფართობის ამოღება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 28 თებერვლის №6909737 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 28 თებერვლის №6909737 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში მთლიანი საპროექტო შენობა-ნაგებობის საერთო ფართობად დაფიქსირდეს 6938.49 კვ.მ. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 28 თებერვლის №6909737 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 28 თებერვლის №6909737 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 15 მარტი, 2024გადაწყვეტილება6934748 - თანხმობა
  3. 14 მარტი, 2024ქალაქის პასუხი

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა