OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ქუჩა ხოშარაული , N 27ა

AR11022555სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება11 მარტი, 2024- დიდუბე
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
6937717
გადაწყვეტილების თარიღი
18 მარტი, 2024
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
იანეკ შიხიაშვილი
დეველოპერი (ს/კ)
404950157

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.13.05.004.209
მესაკუთრე
შპს "აშენდი ჯგუფი" (404950157)
ფართობი
8 113 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 13 ნოემბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11022555
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
11 მარტი, 2024
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
7 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 18 მარტი, 2024ქალაქის პასუხი

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 27 თებერვლის №6907758 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 11 მარტს №AR11022555 განცხადებით მომართა იანეკ შიხიაშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2024 წლის 27 თებერვლის №6907758 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახური, 2024 წლის 27 თებერვლის №6907758 გადაწყვეტილებით დაეთანხმა ქ. თბილისში, ხოშარაულის ქუჩა №27ა-ში მდებარე №01.13.05.004.209 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობა-ნაგებობის ფასადზე I კლასის სამშენებლო სამუშაოების (შელესვა, შეღებვა) განხორციელების შესაძლებლობას. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2024 წლის 27 თებერვლის №6907758 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში განსახორციელებელი სამშენებლო სამუშაოები არასრულად არის დაფიქსირებული. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურის მიერ დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ 2023 წლის 29 დეკემბრის №AR11008906 განცხადებით მოთხოვნილ იქნა №01.13.05.004.209 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობა-ნაგებობის ფასადზე I კლასის სამშენებლო სამუშაოების (შელესვა, შეღებვა) განხორციელების შესაძლებლობაზე თანხმობის მიღება. სამსახურის 2024 წლის 27 თებერვლის №6907758 გადაწყვეტილებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა, თუმცა ტექნიკური შეცდომის შედეგად გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში განსახორციელებელი სამშენებლო სამუშაოები არასრულად დაფიქსირდა. კერძოდ, სამღებრო სამუშაოებთან ერთად საჭიროა დაფიქსირდეს შელესვაც. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 27 თებერვლის №6907758 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 27 თებერვლის №6907758 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია, რომელიც ეხება ქ. თბილისში, ხოშარაულის ქუჩა №27ა-ში მდებარე №01.13.05.004.209 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობა-ნაგებობის ფასადზე I კლასის სამშენებლო სამუშაოების (შელესვა, შეღებვა) განხორციელების შესაძლებლობას. პასუხად გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ განსახორციელებელი სამუშაოები თავისი მახასიათებლებით განეკუთვნება პირველი კლასის ობიექტს და გაცნობებთ, რომ სამსახურმა შეამოწმა ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაციის (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან №882024217002 - 26/02/2024 წ. საკადასტრო კოდი №01.13.05.004.209, ასევე საპროექტო ფოტომონტაჟი) ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობა და ეთანხმება ქ. თბილისში, ხოშარაულის ქუჩა №27ა-ში მდებარე №01.13.05.004.209 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობა-ნაგებობის ფასადზე I კლასის სამშენებლო სამუშაოების (შელესვა, შეღებვა) განხორციელების შესაძლებლობას. გაითვალისწინეთ, მშენებლობის შეტყობინების მოქმედების ვადაა ამ შეტყობინების ჩაბარებიდან (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან) 1 წელი.“. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 27 თებერვლის №6907758 გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 27 თებერვლის №6907758 გადაწყვეტილებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 18 მარტი, 2024გადაწყვეტილება6937717 - თანხმობა
  3. 11 მარტი, 2024ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა