OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ქუჩა კრწანისი , N 58

AR1102262სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება10 იანვარი, 2013- კრწანისი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
514072
გადაწყვეტილების თარიღი
30 იანვარი, 2013
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
გულსუნდა ბეგოიძე
დეველოპერი (ს/კ)
203825290

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.18.06.015.005
მესაკუთრე
შპს "სიყვარული და კოქტეილი" (203825290)
ფართობი
1 119 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

დოკუმენტი

ნომერი
AR1102262
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
10 იანვარი, 2013
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
20 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 30 იანვარი, 2013ქალაქის პასუხი

    ​ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 27 დეკემბრის №488805 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურს 2012 წლის 10 იანვარს #არ1102262 განცხადებით მომართა მოქ. გულსუნდა ბეგოიძემ და მოითხოვა 27.12.2012წ. #488805 ბრძანებაში ცვლილების შეტანა, კერძოდ: გულსუნდა ბეგოიძის ნაცვლად დამკვეთად შპს „ სიყვარული და კოქტეილი“–ს დაფიქსირება. სამსახურმა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად შეისწავლა საკითხი და დაადგინა რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსხურის 2009 წლის 04 დეკემბრის №ნ/1872 ბრძანებით მშენებლობის ნებართვა გაცემული იქნა მოქ. გულსუნდა ბეგოიძის საკუთრებაში არსებულ მიწის ნკავეთზე (ნაკვ. №015/005) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად (სანებართვო მოწმობა #ნ/18720–1). მოგვიანებით სამსახურის 2011 წლის 28 მარტის #1084 ბრძანებით ცვლილება შევიდა ზემოაღნიშნულ ინდივიდუალრ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში და წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე დამკვეთად დაფიქსირდა შპს „სიყვარული და კოქტელი“, რომლის ერთ–ერთ პარტნიორსა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენდა მოქ. გულსუნდა ბეგოიძე. ზემოაღნიშნული მშენებლობის ნებართის ვადის გაგრძელების მოთხოვნით 2012 წლის 24 დეკემბერს # AR1100103 განაცხადის რეგისტრაციის დროს განმცხადებლის მიერ არასწორად იქნა შევსებული დამკვეთის ინფორმაციის შემცველი გრაფა და მასში შპს „სიყვარული და კოქტეილი“–ს ნაცვლად დაფიქსირდა მოქ. გულსუნდა ბეგოიძე, რაც შესაბამისად აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების თანახმად დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობის მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდესის 63-ე მუხლის თანახმად ადმინისტრაციულ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით და ვინაიდან, დღეის მდგომარეობით საპროექტო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმაოდგენს შპს „სიყვარული და კოქტეილი“ სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია ცვლილება შეიტანოს მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელების შესახებ სამსახურის 2012 წლის 27 დეკემბრის №488805 ბრძანებაში და დამკვეთად დაფიქსირდეს შპს „სიყვარული და კოქტეილი“. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების თანახმად, ვბრძანებ: 1. შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 27 დეკემბრის №488805 ბრძანებაში, კერძოდ: დამკვეთად დაფიქსირდეს შპს „სიყვარული და კოქტეილი“; 2. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მერიის სსიპ _ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 27 დეკემბრის №488805 ბრძანებასთან ერთად; 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მერიაში (მის: ჟ. შარტავას ქუჩა №7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 30 იანვარი, 2013გადაწყვეტილება514072 - თანხმობა
  3. 10 იანვარი, 2013ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა