OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ქუჩა გაბრიელ ისაკაძე , N 12; ქალაქი თბილისი , ქუჩა გაბრიელ ისაკაძე , N 12; ქალაქი თბილისი , ქუჩა გაბრიელ ისაკაძე , N 12

AR11022679სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება11 მარტი, 2024
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
6938326
გადაწყვეტილების თარიღი
18 მარტი, 2024
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
რაფაელ ხეთაშვილი
დეველოპერი (ს/კ)
404953699

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.10.12.020.001.01.529
მესაკუთრე
შპს "ალტრა ვიტა" (404953699)
ფართობი
129 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11022679
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
11 მარტი, 2024
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
7 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 18 მარტი, 2024ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 16 ნოემბრის №6753789 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 11 მარტის №AR11022679 განცხადებით მომართა რაფაელ ხეთაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2023 წლის 16 ნოემბრის №6753789 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 16 ნოემბრის №6753789 გადაწყვეტილებით, სამსახური დაეთანხმა №01.10.12.020.001.01.529, №01.10.12.020.001.01.542 და №01.10.12.020.001.01.541 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ფართების ფასადისა და არსებული ფანჯრების რეკონსტრუქციას, ფანჯრებიდან გისოსების მოხსნას და სავენტილაციო სისტემის გარე აგრეგატების შეფუთვის შესაძლებლობას. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2023 წლის 16 ნოემბრის №6753789 გადაწყვეტილებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, გადაწყვეტილების ტექსტში „სავენტილაციო სისტემის გარე აგრეგატების შეფუთვის“ ნაცვლად დაფიქსირებულია „კონდიციონერის გარე აგრეგატების შეფუთვა“. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა, დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია. კერძოდ, 2023 წლის 25 ოქტომბრის №AR1997081 განცხადებით სამსახურს მომართა რაფაელ ხეთაშვილმა, №01.10.12.020.001.01.529, №01.10.12.020.001.01.542 და №01.10.12.020.001.01.541 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ფართების ფასადისა და არსებული ფანჯრების რეკონსტრუქციასთან, ფანჯრებიდან გისოსების მოხსნასთან და სავენტილაციო სისტემის გარე აგრეგატების შეფუთვის შესაძლებლობასთან დაკავშირებით მშენებლობის მარტივი შეტყობინების მიღების მიზნით, რაც დაკმაყოფილდა სამსახურის 2023 წლის 16 ნოემბრის №6753789 გადაწყვეტილებით. აღნიშნული განცხადებით, სხვა დოკუმენტაციასთან ერთად, სამსახურში წარმოდგენილ იქნა არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტოსურათები, რომლითაც დგინდება, რომ განმცხადებელს სხვა სამუშაოებთან ერთად სურდა სავენტილაციო სისტემის გარე აგრეგატების შეფუთვა. თუმცა, ტექნიკური შეცდომის შედეგად, სამსახურის 2023 წლის 16 ნოემბრის №6753789 გადაწყვეტილებაში აღნიშნული შეცდომით დაფიქსირდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება და ტექნიკური შეცდომის გასწორება მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 16 ნოემბრის №6753789 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების ტექსტში „კონდიციონერის გარე აგრეგატების შეფუთვის“ ნაცვლად დაფიქსირდეს: „სავენტილაციო სისტემის გარე აგრეგატების შეფუთვა“. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 16 ნოემბრის №6753789 გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 16 ნოემბრის №6753789 გადაწყვეტილებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 18 მარტი, 2024გადაწყვეტილება6938326 - თანხმობა
  3. 11 მარტი, 2024ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა