ქალაქი თბილისი , შესახვევი რატევანის I , N 4
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 6961096
- გადაწყვეტილების თარიღი
- 1 აპრილი, 2024
- შედეგი
- თანხმობა
- მშენებლობის ვადა
- 20 მარტი, 2024 – 9 მაისი, 2024
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ნინო ხარაბაძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 205226995
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.12.09.003.013
- მესაკუთრე
- ბინის მესაკუთრეთა საერთო საკუთრება
- ფართობი
- 1 500 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.12.09.003.013საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz
- K1
- 0
- K2
- 0
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11025144
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 22 მარტი, 2024
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 10 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 2
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 1 აპრილი, 2024ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 20 მარტის №6942698 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 22 მარტს №AR11025144 განცხადებით მომართა ნინო ხარაბაძემ და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 20 მარტის №6942698 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 20 მარტის №6942698 ბრძანებით შეთანხმდა №01.12.09.003.013 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 20 მარტიდან 2024 წლის 9 მაისის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 20 მარტის №6942698 ბრძანებით შეთანხმებულ -3.00 ნიშნულის არქიტექტურულ გეგმის ექსპლიკაციაზე შიდა ავტოსადგომების ფართობი არასწორად იყო მითითებული და ახლა გასწორდა. განმცხადებელს, ასევე, სურს სამსახურის 2024 წლის 20 მარტის №6942698 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად ცალკე ფართობად დაფიქსირდეს ღია ავტოსადგომების ფართობი 147.8 კვ.მ. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 20 მარტის №6942698 ბრძანებით შეთანხმებული -3.00 ნიშნულის არქიტექტურული გეგმის (ა/სადგომის გეგმის) ექსპლიკაციაზე დაზუსტდა შიდა ავტოსადგომების ფართობი, რაც არ იწვევს სამსახურის 2024 წლის 20 მარტის №6942698 ბრძანებაში დაფიქსირებული შიდა ავტოსადგომების ფართობის გასწორებას. სამსახურმა, ასევე, დაადგინა, რომ -3.00 ნიშნულის არქიტექტურული გეგმაზე დატანილია 8 ღია ავტოსადგომი, რომლის ჯამური ფართობი შეადგენს 147.8 კვ.მ-ს. შესაბამისად, შესაძლებელია მათი ზემოაღნიშნულ ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად დაფიქსირება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 20 მარტის №6942698 ბრძანებაში და აღნიშნულ ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად დაფიქსირდეს ღია ავტოსადგომების ფართობი 147.8 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 20 მარტის №6942698 ბრძანებით შეთანხმებული -3.00 ნიშნულის არქიტექტურული გეგმა (ა/სადგომის გეგმის) ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილი ამავე ნიშნულის არქიტექტურული გეგმით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 20 მარტის №6942698 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 20 მარტის №6942698 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 1 აპრილი, 2024გადაწყვეტილება6961096 - თანხმობა
- 30 მარტი, 2024ქალაქის პასუხი
- 30 მარტი, 2024ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- ავტოსადგომის გეგემა -3,00 ნიშნულზე.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა