OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ქუჩა სულხან ცინცაძე , N 1

AR11025965სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება26 მარტი, 2024
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
6957134
გადაწყვეტილების თარიღი
29 მარტი, 2024
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
გვანცა მეტრეველი
დეველოპერი (ს/კ)
211362336

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.10.14.031.004.02.502
მესაკუთრე
შპს "დიონისე" (211362336) (211362336)
ფართობი
234 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11025965
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
26 მარტი, 2024
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
3 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 29 მარტი, 2024გადაწყვეტილება6957134 - თანხმობა
  2. 29 მარტი, 2024ქალაქის პასუხი

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 26 მარტის №6947322 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 26 მარტს №AR11025965 განცხადებით მომართა გვანცა მეტრეველმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2024 წლის 26 მარტის №6947322 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახური, 2024 წლის 26 მარტის №6947322 გადაწყვეტილებით დაეთანხმა ქ. თბილისში, სულხან ცინცაძის №1-ში მდებარე №01.10.14.031.004.02.502 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ფართის მიმდებარედ დეკორატიული ფილების დაგების შესაძლებლობას. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2024 წლის 26 მარტის №6947322 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არასწორად არის დაფიქსირებული საპროექტო ობიექტის მისამართი. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურის მიერ დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ 2024 წლის 26 მარტის №AR11024351 განცხადებით მოთხოვნილ იქნა ქ. თბილისში, სულხან ცინცაძის №1-ში მდებარე №01.10.14.031.004.02.502 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ფართის მიმდებარედ დეკორატიული ფილების დაგების შესაძლებლობაზე თანხმობის მიღება. სამსახურის 2024 წლის 26 მარტის №6947322 გადაწყვეტილებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა, თუმცა ტექნიკური შეცდომის შედეგად გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში საპროექტო ობიექტის მისამართი არასწორად დაფიქსირდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 26 მარტის №6947322 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 26 მარტის №6947322 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია, რომელიც ეხება ქ. თბილისში, სულხან ცინცაძის №1-ში მდებარე №01.10.14.031.004.02.502 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ფართის მიმდებარედ დეკორატიული ფილების დაგების შესაძლებლობას. პასუხად გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ განსახორციელებელი სამუშაოები თავისი მახასიათებლებით განეკუთვნება პირველი კლასის ობიექტს და გაცნობებთ, რომ სამსახურმა შეამოწმა ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაციის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობა და ეთანხმება, ქ. თბილისში, სულხან ცინცაძის №1-ში მდებარე №01.10.14.031.004.02.502 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ფართის მიმდებარედ, დეკორატიული ფილების დაგების შესაძლებლობას. გაითვალისწინეთ, მშენებლობის შეტყობინების მოქმედების ვადაა ამ შეტყობინების ჩაბარებიდან (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან) 1 წელი.“. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 26 მარტის №6947322 გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 26 მარტის №6947322 გადაწყვეტილებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  3. 26 მარტი, 2024ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა