ქალაქი თბილისი , ქუჩა კრწანისი , N 6
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 6991188
- გადაწყვეტილების თარიღი
- 19 აპრილი, 2024
- შედეგი
- თანხმობა
- მშენებლობის ვადა
- 30 ნოემბერი, 2023 – 30 მაისი, 2026
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- გიორგი ლეჟავა
- დეველოპერი (ს/კ)
- 404670272
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.18.06.019.055
- მესაკუთრე
- შპს მილენიო გრუპი (404670272)
- ფართობი
- 2 145 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 13 ნოემბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.18.06.019.055საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz
- K1
- 0
- K2
- 0
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11026464
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 28 მარტი, 2024
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 22 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 19 აპრილი, 2024ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 30 ოქტომბრის №6732848 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 28 მარტის №AR11026464 განაცხადით მომართა გიორგი ლეჟავამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2023 წლის 30 ოქტომბრის №6732848 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 30 ოქტომბრის №6732848 ბრძანებით №01.18.06.019.055 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, სამსახურის 2022 წლის 30 დეკემბრის №6272569 ბრძანებით შეთანხმებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტის საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 30 ნოემბრიდან 2026 წლის 30 მაისის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. აღნიშნულ ბრძანებაში დამკვეთად დაფიქსირდა მარინა კაციტაძე (პ/ნ: 01018001305). წინამდებარე განაცხადით, საპროექტო მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ცვლილების გამო მოთხოვნილია სამსახურის 2023 წლის 30 ოქტომბრის №6732848 ბრძანებაში ცვლილების შეტანა და დამკვეთად მარინა კაციტაძის (პ/ნ: 01018001305) ნაცვლად - შპს „ქეი-ელ-გრუპი“-ის (ს/ნ: 404670272) დაფიქსირება. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია – №892023420105, მომზადების თარიღი: 19/12/2023 წ.) თანახმად, №01.18.06.019.055 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს შპს „ქეი-ელ-გრუპი“-ის (ს/ნ: 404670272) საკუთრებას. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B23190173; მომზადების თარიღი: 19/12/2023 წ.) შპს „ქეი-ელ-გრუპი“-ის (ს/ნ: 404670272) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს წარმოადგენენ კობა კვანტალიანი (ერთობლივი) და ლევან ჩაჩუა (ერთობლივი). სამსახურში წარმოდგენილია კობა კვანტალიანის და ლევან ჩაჩუას მიერ განმცხადებლის სახელზე გაცემული მინდობილობა (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: 240379707, რეგისტრაციის თარიღი: 28.03.2024 წ.). შესაბამისად, განმცხადებლის უფლებამოსილება დგინდება. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 97-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემის ბოლო სტადიაზე მშენებლობის ნებართვის მაძიებელი/მშენებლობის ნებართვის მფლობელი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთის ან მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილის მესაკუთრე, მოსარგებლე ან მის/მათ მიერ უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლო განვითარების ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ვინაიდან, დღევანდელი მდგომარეობით, №01.18.06.019.055 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ქეი-ელ-გრუპი“ (ს/ნ: 404670272) და მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი სამსახურს მომართავს დამკვეთის ცვლილების მოთხოვნით, სამსახური მიზანშეწონილად მიიჩნევს მის მიერ გამოცემულ 2023 წლის 30 ოქტომბრის №6732848 ბრძანებაში ცვლილების შეტანას და დამკვეთად შპს „ქეი-ელ-გრუპი“-ს (ს/ნ: 404670272) დაფიქსირებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“-ს თანახმად, ვბრძანებ: 1. შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 30 ოქტომბრის №6732848 ბრძანებაში და დამკვეთად მარინა კაციტაძის (პ/ნ: 01018001305) ნაცვლად დაფიქსირდეს შპს „ქეი-ელ-გრუპი“ (ს/ნ: 404670272). 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 30 ოქტომბრის №6732848 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 30 ოქტომბრის №6732848 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 19 აპრილი, 2024გადაწყვეტილება6991188 - თანხმობა
- 28 მარტი, 2024ფაილები აიტვირთა
წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა