OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , დასახლება დიდი დიღომი , III და IV მიკრო-რაიონებს შორის

AR11026964სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება1 აპრილი, 2024- დიღომი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
6968144
გადაწყვეტილების თარიღი
5 აპრილი, 2024
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
მინური აბულაძე
დეველოპერი (ს/კ)
245599990

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.10.07.007.104
მესაკუთრე
შპს "არომა" (245599990)
ფართობი
19 000 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 4 ნოემბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11026964
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
1 აპრილი, 2024
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
4 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 5 აპრილი, 2024გადაწყვეტილება6968144 - თანხმობა
  2. 5 აპრილი, 2024ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 20 ნოემბრის №6767812 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 17 იანვარს №AR11011064 განცხადებით მომართა მინური აბულაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2023 წლის 20 ნოემბრის №6767812 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 20 ნოემბრის №6767812 ბრძანებით, №01.10.07.007.104 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის („ც“ ბლოკი) არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2023 წლის 27 დეკემბრის №6824455 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამსახურის 2024 წლის 15 მარტის №6935124 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2023 წლის 20 ნოემბრის №6767812 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ღია ავტოსადგომის ფართობად დაფიქსირდა 476.85 კვ.მ. ამასთან, ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებიდან ამოღებულ იქნა სასაწყობე 313.56 კვ.მ. ფართობი. აგრეთვე, ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდა 6514.98 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად - 1082.18 კვ.მ., დამხმარე ფართობად - 684.14 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობად - 770.25 კვ.მ., საერთო ფართობად 10879.06 კვ.მ., ამასთან, შეთანხმებული გენ-გეგმა და არქიტექტურული გეგმები ჩანაცვლდა 2024 წლის 17 იანვრის №AR11011064 განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული გენ-გეგმითა და არქიტექტურული გეგმებით. წარმოდგენილი განცხადებით, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილია სამსახურის 2023 წლის 20 ნოემბრის №6767812 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება, კერძოდ, ამჯერად სურს +29.40 ნიშნულის არქიტექტურული გეგმაზე ტერასის 886.85 კვ.მ. ფართობის დაფიქსირება და შესაბამისად, შეთანხმებული აღნიშნული ნიშნულის არქიტექტურული გეგმის ჩანაცვლება წარმოდგენილით. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი +29.40 ნიშნულის გასწორებული არქიტექტურული გეგმა შეადარა შეთანხმებულ ამავე ნიშნულის არქიტექტურულ გეგმას და დაადგინა, რომ საზაფხულო ფართობზე ტექნიკური შეცდომის შედეგად არ იქნა დაფიქსირებული შესაბამისი 886.85 კვ.მ. ფართობი. შესაბამისად, შესაძლებელია შეთანხმებული (სამსახურის 2024 წლის 15 მარტის №6935124 ბრძანების გათვალისწინებით) +29.40 ნიშნულის არქიტექტურული გეგმის ჩანაცვლება წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გასწორებული არქიტექტურული გეგმით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 20 ნოემბრის №6767812 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 20 ნოემბრის №6767812 ბრძანებაში (სამსახურის 2024 წლის 15 მარტის №6935124 ბრძანების გათვალისწინებით) და შეთანხმებული +29.40 ნიშნულის არქიტექტურული გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი აღნიშნული ნიშნულის გასწორებული არქიტექტურული გეგმით. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 20 ნოემბრის №6767812 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 20 ნოემბრის №6767812 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  3. 1 აპრილი, 2024ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა