ქალაქი თბილისი , მარნეულის ქუჩა N42
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 6992106
- გადაწყვეტილების თარიღი
- 19 აპრილი, 2024
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- მაია კახნიაშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 400128250
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.18.12.021.002
- მესაკუთრე
- შპს ,,სევკო" (400128250)
- ფართობი
- 6 654 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.18.12.021.002საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- სამრეწველო
- ქვეზონა
- s-2
- K1
- 0
- K2
- 0
- სამრეწველო ზონა: ქალაქის რუკა ამ ტიპის ზონისთვის K2-ს არ გვაძლევს (0 ნიშნავს „არ არის გამოქვეყნებული“, არა აკრძალვას). გადაამოწმეთ ზონირების რეგულაცია.
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11028010
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 5 აპრილი, 2024
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 14 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 3
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 19 აპრილი, 2024ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 25 აგვისტოს №6633115 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 05 აპრილის №AR11028010 განცხადებით მომართა მაია კახნიაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2023 წლის 25 აგვისტოს №6633115 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 25 აგვისტოს №6633115 ბრძანებით №01.18.12.021.002 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა ქარხნის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 25 აგვისტოდან 2025 წლის 25 აგვისტოს ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის სამსახურის 2023 წლის 25 აგვისტოს №6633115 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების მითითებასთან დაკავშირებით, გამორჩენილია შენობა №3 ავტოსადგომისა და შენობა №4 დამხმარე ფართობები. შესაბამისად ითხოვს ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს დაემატოს ავტოსადგომის ფართობი 73.5 კვ.მ. ასევე ითხოვს დამხმარე ფართობად 27.6 კვ.მ-ის ნაცვლად 248.7 კვ.მ-ის, ხოლო საერთო ფართობაად 1031.8 კვ.მ-ის ნაცვლად 1326.4 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 25 აგვისტოს №6633115 ბრძანებით შეთანხმებული შენობა №3 (73.50 კვ.მ) წარმოადგენს ავტოსადგომს, ხოლო შენობა №4 (221.1 კვ.მ) დამხამრე ფართობს. შესაბამისად, ტექნიკური შეცდომის შედეგად აღნიშნული ფართის ფართობები არ ასახულა ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 25 აგვისტოს №6633115 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 25 აგვისტოს №6633115 ბრძანებაში და ტექნიკურ - ეკონომიკურ მაჩვენებლებში ავტოსადგომის ფართობად დაფიქსირდეს 73.50 კვ.მ., დამხმარე ფართობად 248.7 კვ.მ., საერთო ფართობად დაფიქსირდეს - 1326.4 კვ.მ. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 25 აგვისტოს №6633115 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 25 აგვისტოს №6633115 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 19 აპრილი, 2024გადაწყვეტილება6992106 - თანხმობა
- 18 აპრილი, 2024ქალაქის პასუხი
- 15 აპრილი, 2024ქალაქის პასუხი
- 5 აპრილი, 2024ფაილები აიტვირთა
წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა