OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , გამზირი მოსკოვი , N 13

AR11028965სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება11 აპრილი, 2024
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
6990136
გადაწყვეტილების თარიღი
18 აპრილი, 2024
შედეგი
თანხმობა
მშენებლობის ვადა
5 დეკემბერი, 2023 – 5 ივნისი, 2025
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ვერიკო ბაბუციძე
დეველოპერი (ს/კ)
405000207

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.17.12.003.261
მესაკუთრე
შპს "ჯეი5" (405080013)
ფართობი
1 717 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11028965
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
11 აპრილი, 2024
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
7 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 18 აპრილი, 2024ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 05 დეკემბრის №6785966 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 11 აპრილს №AR11028965 განცხადებით მომართა ვერიკო ბაბუციძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2023 წლის 05 დეკემბრის №6785966 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 05 დეკემბრის №6785966 ბრძანებით №01.17.12.003.261 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა, განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე დამუშავებული, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (სახლი N10) (ნაკვეთი N10) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 5 დეკემბრიდან 2025 წლის 5 ივნისის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. ამავე ბრძანების მე-7 პუნქტში დაფიქსირდა ღია ავტოსადგომის ფართობი: ს/კ 01.17.12.003.261 ნაკვეთზე მდებარე N10 შენობის 12 ღია ავტოსადგომი 177,6 კვ.მ. ს/კ 01.17.12.003.258 ნაკვეთზე მდებარე N10 შენობის 6 ღია ავტოსადგომი 82,8 კვ.მ. ს/კ 01.17.12.003.264 ნაკვეთზე მდებარე N10 შენობის 6 ღია ავტოსადგომი 82,8 კვ.მ. ს/კ 01.17.12.003.261 ნაკვეთზე მდებარე N9 შენობის 5 ღია ავტოსადგომი 69 კვ.მ. ს/კ 01.17.12.003.261 ნაკვეთზე მდებარე N11 შენობის 2 ღია ავტოსადგომი 35,2 კვ.მ. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2023 წლის 05 დეკემბრის №6785966 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, არ არის დაფიქსირებული N10 შენობისთვის განკუთვნილი 24 ღია ავტოსადგომის ჯამური ფართობი: 343.2 კვ.მ. (ამჟამად, ბრძანებაში მითითებულია ცალ-ცალკე საკადასტრო კოდების მიხედვით). ასევე, აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებულ გენ-გეგმაზე და 1 სართული გეგმაზე და ავტოსადგომების განაწილების სქემაზე დაფიქსირებული ღია პარკინგები ერთმანეთთან შეუსაბამოა. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი და შეთანხმებული დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 05 დეკემბრის №6785966 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 05 დეკემბრის №6785966 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. საპროექტო შენობა-ნაგებობისთვის, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ღია ავტოსადგომის ფართობად დაფიქსირდეს 343.2 კვ.მ. , მათ შორის 12 ღია ავტოსადგომი, საერთო ფართობით 177.6 კვ.მ., მდებარეობს №01.17.12.003.261 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, 6 ღია ავტოსადგომი საერთო ფართობით 82.8 კვ.მ., მდებარეობს №01.17.12.003.258 საკადასტრო ერთეულზე და 6 ღია ავტოსადგომი საერთო ფართობით 82.8 კვ.მ., მდებარეობს №01.17.12.003.264 საკადასტრო ერთეულზე. ამასთან, N01.17.12.003.261 ნაკვეთზე მდებარეობს N9 შენობისთვის განკუთვნილი 5 ღია ავტოსადგომი: 69 კვ.მ., N01.17.12.003.261 საკადასტრო ერთეულზე მდებარეობს N11 შენობისთვის განკუთვნილი 2 ღია ავტოსადგომი: 35.2 კვ.მ.“. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 05 დეკემბრის №6785966 ბრძანებით შეთანხმებული გენ-გეგმა და I სართულის გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული გენ-გეგმით და I სართულის გეგმით (მე-5 ფურცელი). 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 05 დეკემბრის №6785966 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 05 დეკემბრის №6785966 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 18 აპრილი, 2024გადაწყვეტილება6990136 - თანხმობა
  3. 11 აპრილი, 2024ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

ნახაზები და საპროექტო ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა