OpenCAD
განუხილველი

ქალაქი თბილისი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა N2ა

AR11029075სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება11 აპრილი, 2024- ვარკეთილი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
6989356
გადაწყვეტილების თარიღი
18 აპრილი, 2024
შედეგი
სხვა
მშენებლობის ვადა
13 დეკემბერი, 2019 – 13 დეკემბერი, 2021
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
დავით ჭუმბურიძე
დეველოპერი (ს/კ)
406232036

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.19.36.014.593
მესაკუთრე
იზა ჩალაძე (P/N: *********33)
ფართობი
14 457 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11029075
სტატუსი
განუხილველი
რეგისტრაცია
11 აპრილი, 2024
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
7 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 18 აპრილი, 2024ქალაქის პასუხი

    2024 წლის 11 აპრილის №AR11029075 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 11 აპრილს №AR11029075 განცხადებით მომართა დავით ჭუმბურიძემ და მოითხოვა სამსახურის 2019 წლის 22 აპრილის №4463316 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2019 წლის 22 აპრილის №4463316 ბრძანებით შეთანხმდა №01.19.36.014.593 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი სექტორი 1. “ბ“ ბლოკის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2019 წლის 13 დეკემბრის №4789874 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 13 დეკემბრიდან 2021 წლის 13 დეკემბრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 22 აპრილის №4463316 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, კერძოდ: საერთო ფართობად 4421.0 კვ.მ-ის ნაცვლად 4971.64 კვ.მ-ის, საცხოვრებელ ფართობად 3386.9 კვ.მ-ის ნაცვლად 3238.25 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 355.6 კვ.მ-ის ნაცვლად 355.58 კვ.მ-ის, კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობად 678.5 კვ.მ-ის ნაცვლად 698.29 კვ.მ-ის დაფიქსირებას. განმცხადებელი, ასევე, ითხოვს სამსახურის სამსახურის 2019 წლის 22 აპრილის №4463316 ბრძანებით შეთანხმებულ ტექნიკურ – ეკონომიკურ მაჩვენებლებს დაემატოს სასაწყობე ფართი 679.52 კვ.მ. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ წარმოდგენილი გეგმები არ არის სამსახურის 2019 წლის 22 აპრილის №4463316 ბრძანებით შეთანხმებული გეგმების იდენტური. კერძოდ, წარმოდგენილ გეგმებზე შეთანხმებულთან მიმართებით შეცვლილია გეგმარება, ასევე ნიშნულები არ ემთხვევა შეთანხმებულ გეგმებზე დატანილ ნიშნულებს. გარდა აღნიშნულისა, წინამდებარე განცხადებით წარმოდგენილია „გეგმა -3.10 ნიშნულზე“, რომელზეც მითითებულია საწყობის ფართობი, თუმცა, სამსახურის 2019 წლის 22 აპრილის №4463316 ბრძანებით აღნიშნული გეგმა არ არის შეთანხმებული. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დაავალოს განმცხადებელს წარმოადგინოს განახლებული დოკუმენტაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ვბრძანებ: 1. დაევალოს განმცხადებელს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში: 1.1.საჭიროების შემთხვევაში დააზუსტოს მოთხოვნა ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. 1.2.წარმოადგინოს სამსახურის 2019 წლის 22 აპრილის №4463316 ბრძანებით შეთანხმებული გეგმების იდენტური გეგმები (გეგმარების შეცვლის გარეშე) გასწორებული ფართობების დატანით. 3.ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში 2024 წლის 11 აპრილის №AR11029075 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 18 აპრილი, 2024გადაწყვეტილება6989356 - სხვა
  3. 11 აპრილი, 2024ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა