ქალაქი თბილისი, ცაცხვების IX შესახვევი, N 7
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 7012476
- გადაწყვეტილების თარიღი
- 2 მაისი, 2024
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- რევაზ ტყეშელაშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 429654046
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.10.18.009.013
- მესაკუთრე
- გიორგი თავაძე (P/N: *********66)
- ფართობი
- 600 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.10.18.009.013საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-1
- K1
- 0,5
- K2
- 0,8
- K3
- 0,3
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11031358
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 22 აპრილი, 2024
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 10 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 2
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 2 მაისი, 2024ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 10 ნოემბრის №6754501 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 22 აპრილს №AR11031358 განცხადებით მომართა რევაზ ტყეშელაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2023 წლის 10 ნოემბრის №6754501 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 10 ნოემბრის №6754501 ბრძანებით, №01.10.18.009.013 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა დაბალი ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2024 წლის 29 იანვრის №6859854 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 29 იანვრიდან 2025 წლის 29 ივლისის ჩათვლით. სამსახურის 2024 წლის 08 აპრილის №6971559 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2023 წლის 10 ნოემბრის №6754501 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს 701.8 კვ.მ., საერთო ფართობად - 1254.4 კვ.მ. ასევე, სამსახურის 2023 წლის 10 ნოემბრის №6754501 ბრძანებით შეთანხმებული „შენობანაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41-ე დადგენილების შესაბამისად დამუშავებული“ გეგმები ჩანაცვლდა №AR11022394 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული გეგმებით. წარმოდგენილი განცხადებით, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილია სამსახურის 2023 წლის 10 ნოემბრის №6754501 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება, კერძოდ, განმცხადებელი განმარტავს, რომ სამსახურის 2023 წლის 10 ნოემბრის №6754501 ბრძანებით შეთანხმებულ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში გამორჩენილია დამხმარე ფართობის მითითება. შესაბამისად, ითხოვს დამხმარე ფართობის 23.3 კვ.მ-ის დამატებას. ხოლო, საერთო ფართობად - 1254.4 კვ.მ-ის ნაცვლად 1.283.4 კვ.მ-ის დაფიქსირებას. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ შეთანხმებულ -3.00 და +10.50 ნიშნულის გეგმებზე მდებარეობს დამხმარე ფართობები, რომლებიც ტექნიკური შეცდომის შედეგად არ არის ასახული სამსახურის 2023 წლის 10 ნოემბრის №6754501 ბრძანებაში. აღნიშნულიდან გამომიდნარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია სამსახურის 2023 წლის 10 ნოემბრის №6754501 ბრძანებით შეთანხმებულ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს დაემატოს დამხმარე ფართობი 23.3 კვ.მ. აღსანიშნავია, რომ მთლიანი საპროექტო შენობა-ნაგებობის საერთო ფართობი შეადგენს არა 1283.4 კვ.მ-ს, როგორც მოთხოვნის ტექსტშია დაფიქსირებული, არამედ 1277.7 კვ.მ-ს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 10 ნოემბრის №6754501 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 10 ნოემბრის №6754501 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებულ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს დაემატოს დამხმარე ფართობი 23.3 კვ.მ., ხოლო, საერთო ფართობად დაფიქსირდეს 1277.7 კვ.მ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 10 ნოემბრის №6754501 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 10 ნოემბრის №6754501 და 2024 წლის 08 აპრილის №6971559 ბრძანებებთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 2 მაისი, 2024გადაწყვეტილება7012476 - თანხმობა
- 1 მაისი, 2024ქალაქის პასუხი
- 1 მაისი, 2024ფაილები აიტვირთა
- 22 აპრილი, 2024ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა