ქალაქი თბილისი , დიდი ლილო
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 7097797
- გადაწყვეტილების თარიღი
- 24 ივნისი, 2024
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- მარიკა ხიზანიშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 406368121
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 81.08.17.869
- მესაკუთრე
- შპს "ბრანდა" (406368121)
- ფართობი
- 1 724 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 16 ნოემბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- ზონა
- სასოფლო-სამეურნეო
- ქვეზონა
- sofz
- K1
- 0
- K2
- 0
- სასოფლო-სამეურნეო ზონა: ქალაქის რუკა ამ ტიპის ზონისთვის K2-ს არ გვაძლევს (0 ნიშნავს „არ არის გამოქვეყნებული“, არა აკრძალვას). გადაამოწმეთ ზონირების რეგულაცია.
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11032208
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 26 აპრილი, 2024
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 3 დღე
- ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 3
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 24 ივნისი, 2024ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 17 ოქტომბრის №6713087 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 26 აპრილის №AR11032208 განცხადებით მომართა მარიკა ხიზანიშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2023 წლის 17 ოქტომბრის №6713087 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 17 ოქტომბრის №6713087 ბრძანებით, №81.08.17.869 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მაღაზიის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2023 წლის 17 ნოემბრის №6765925 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 17 ნოემბრიდან 2025 წლის 17 აპრილის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2023 წლის 17 ოქტომბრის №6713087 ბრძანებით შეთანხმებულ კორექტირებულ არქიტექტურულ პროექტში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, გამორჩენილია აივნის ფილა. ამასთან, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საზაფხულო ფართობი 73.86 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 90.699 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი 462.15 კვ.მ-ის ნაცვლად 459.89 კვ.მ. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გასწორებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები და საპროექტო დოკუმენტაცია შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია. ამასთან, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ფართობების გასწორება გამოიწვევს საერთო ფართობის ცვლილებასაც და საერთო ფართობი 2893.34 კვ.მ-ის ნაცვლად 2907.919 კვ.მ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება და ტექნიკური შეცდომის გასწორება მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 17 ოქტომბრის №6713087 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებში საზაფხულო ფართობად დაფიქსირდეს: 90.699 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად: 459.89 კვ.მ., საერთო ფართობად: 2907.919 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 17 ოქტომბრის №6713087 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები, ფასადები, ფოტომონტაჟები და ჭრილები ჩანაცვლდეს, წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული გეგმებით, ფასადებით, ფოტომონტაჟებით და ჭრილებით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 17 ოქტომბრის №6713087 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 17 ოქტომბრის №6713087 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 24 ივნისი, 2024გადაწყვეტილება7097797 - თანხმობა
- 21 ივნისი, 2024ქალაქის პასუხი
- 21 ივნისი, 2024ფაილები აიტვირთა
- 21 ივნისი, 2024ფაილები აიტვირთა
- 19 ივნისი, 2024ქალაქის პასუხი
- 18 ივნისი, 2024ფაილები აიტვირთა
- 17 ივნისი, 2024ფაილები აიტვირთა
- 26 აპრილი, 2024ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები5
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა