ქალაქი თბილისი , ქუჩა ბურძგლა , (ყოფ. შმიდტი) , N 68 ; ქალაქი თბილისი , ქუჩა ბურძგლა , (ყოფ. შმიდტის) N66
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 7053813
- გადაწყვეტილების თარიღი
- 29 მაისი, 2024
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- პაატა კაპანაძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 402050016
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.10.14.024.042
- მესაკუთრე
- სოფია ათანესიანი (P/N: *********95)
- ფართობი
- 970 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.10.14.024.042საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz
- K1
- 0
- K2
- 0
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11035598
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 17 მაისი, 2024
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 12 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 29 მაისი, 2024ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 13 სექტემბრის №5593358 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 17 მაისს №AR11035598 განცხადებით მომართა პაატა კაპანაძემ და მოითხოვა სამსახურის 2021 წლის 13 სექტემბრის №5593358 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2020 წლის 25 მარტის №4909444 ბრძანებით, №01.10.14.024.042 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. აღნიშნული პროექტის საფუძველზე სამსახურის 2021 წლის 13 სექტემბრის №5593358 ბრძანებით, გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამსახურის 2023 წლის 06 სექტემბრის №6642844 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2021 წლის 13 სექტემბრის №5593358 ბრძანებაში მშენებლობის ვადასთან დაკავშირებით. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 06 სექტემბრიდან 2025 წლის 06 სექტემბრის ჩათვლით. წინამდებარე განცხადებით მოთხოვნილია სამსახურის 2021 წლის 13 სექტემბრის №5593358 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება და დამკვეთად მიწის ნაკვეთის ძველი მესაკუთრის შპს „ზი ლოფთის'' (ს/ნ: 405475016) ნაცვლად მიწის ნაკვეთის ახალი მესაკუთრის - შპს „კოდის“ (ს/ნ: 402050016) დაფიქსირება. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია - №882024473707, მომზადების თარიღი: 17/04/2024) თანახმად №01.10.14.024.042 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, დღევანდელი მდგომარეობით, წარმოადგენს, შპს „კოდი“ (ს/ნ: 402050016). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B22041626, მომზადების თარიღი: 08/04/2022) შპს „კოდის“ (ს/ნ: 402050016) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს პაატა კაპანაძე (პ/ნ: 01008035590). შესაბამისად, განმცხადებლის უფლებამოსილება დგინდება. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების თანახმად, დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან განსათავსებელი შენობა-ნაგებობის მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 97-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემის ბოლო სტადიაზე მშენებლობის ნებართვის მაძიებელი/მშენებლობის ნებართვის მფლობელი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთის ან მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობანაგებობის ან მისი ნაწილის მესაკუთრე, მოსარგებლე ან მის/მათ მიერ უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლო განვითარების ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ვინაიდან, დღევანდელი მდგომარეობით №01.10.14.024.042 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „კოდი“ (ს/ნ: 402050016), რომლის ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი პაატა კაპანაძე (პ/ნ: 01008035590), თავად მომართავს სამსახურს დამკვეთის ცვლილებასთან დაკავშირებით, სამსახური მიზანშეწონილად მიიჩნევს მის მიერ გამოცემულ 2021 წლის 13 სექტემბრის №5593358 ბრძანებაში ცვლილების შეტანას და დამკვეთად შპს „კოდის“ (ს/ნ: 402050016) დაფიქსირებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ თანახმად, ვბრძანებ: 1. შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 13 სექტემბრის №5593358 ბრძანებაში და დამკვეთად შპს „ზი ლოფთის'' (ს/ნ: 405475016) ნაცვლად დაფიქსირდეს შპს „კოდი“ (ს/ნ: 402050016). 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 13 სექტემბრის №5593358 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 13 სექტემბრის №5593358 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 29 მაისი, 2024გადაწყვეტილება7053813 - თანხმობა
წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა