OpenCAD
განუხილველი

ქალაქი თბილისი, ელიზბარ მინდელის ქუჩა, N 7ბ

AR11036581რეკონსტრუქციასხვა დანიშნულება21 მაისი, 2024- ნუცუბიძე
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
7075044
გადაწყვეტილების თარიღი
11 ივნისი, 2024
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ლიანა პავლიაშვილი
დეველოპერი (ს/კ)
404405657

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.14.01.008.029.01.01.140
მესაკუთრე
შპს "დაიმონდ პროჯექტს" (404405657)
ფართობი
56 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11036581
სტატუსი
განუხილველი
რეგისტრაცია
21 მაისი, 2024
სახეობა
რეკონსტრუქცია

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
1 დღე
ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
3

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 11 ივნისი, 2024ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენ მიერ ელექტრონულად ატვირთული განცხადება, პასუხად გაცნობებთ: იმისათვის რომ სამსახურს მიეცეს საკითხზე მსჯელობის შესაძლებლობა, პირველ რიგში საჭიროა დეტალურად განიმარტოს თუ რა სახის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებაა დაგეგმილი. გაითვალისწინეთ, რომ იმ ობიექტთა/სამშენებლო სამუშაოთა ნუსხა, რომელთა მშენებლობა/რეკონსტრუქცია/მონტაჟი/დემონტაჟისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიცემა მშენებლობის ნებართვა/შეტყობინება, განსაზღვრულია “მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის #255 დადგენილებით. ამასთან, საჭიროა წარმოდგენილ იქნას შემდეგი დოკუმენტაცია: 1. დათარიღებული, უახლესი ფოტომასალა (ინტერიერის და ექსტერიერის - ისეთი სახით რომ აღქმადი იქნას საპროექტო შენობის მთლიანი ფასადი , რომელზეც კონტურის სახით უნდა იქნას მონიშნული საპროექტო არეალი); 2. სრულყოფილი ანაზომი და საპროექტო გეგმა, საკომუნიკაციო შახტების, ფუნქციებისა და ექსპლიკაციის მითითებით, ხელმოწერილი შემსრულებლის მიერ; 3. შეთანხმებული პროექტის შესაბამისი სართულის გეგმა მშენებლობის ნებართვის ბრძანების ასლთან ერთად ან ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული სართულის გეგმის ასლი, საპროექტო არეალის მონიშვნით; 4. ფართის გამიჯვნასთან დაკავშირებით წარმოდგენილ იქნეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი წევრთა 2/3-ის 100% თანხმობით. გაითვალისწინეთ:„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის მე-10 პრიმა მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ახალი ინდივიდუალური საკუთრების საგნის წარმოშობა საჭიროებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა 2/3-ის 100%-ის თანხმობას. შესაბამისად, ვინაიდან, ფართის გამიჯვნის შედეგად ხდება ახალი ინდივიდუალური საკუთრების საგნის წარმოშობა, წარმოდგენილ უნდა იქნეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი წევრთა 2/3-ის 100%-ის თანხმობით. რაც შეეხება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის არ არსებობის საკითხს, გაცნობებთ, რომ ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ამ კანონის ამოქმედებით დაფუძნებულად ითვლება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ისეთ მრავალბინიან სახლში, რომელიც განთავსებულია ერთ მიწის ნაკვეთზე და რომელშიც მდებარეობს ორზე მეტი ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ბინა. იმ შემთხვევაში თუ არსებული ანაზომი განსხვავდება ზემოაღნიშნული გეგმებისაგან (განხორციელებულია ისეთი სამშენებლო სამუშოები, რომელიც საჭიროებს მშენებლობის ნებართვის მიღებას), საპროექტო ფართი მოყვანილ უნდა იქნას პირვანდელ მდგომარეობაში ან წარმოდგენილ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ გაცემული აქტი სამართალდარღვევის შესახებ და შესაბამისი ჯარიმის გადახდის ქვითარი. ამასთან, გაცნობებთ, რომ ზემოაღნიშნული განმარტებისა და დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ, იმ შემთხვევაში, თუ სამსახური მიიღებს საკითხის შემდგომი განხილვის შესახებ გადაწყვეტილებას, დამატებით წარმოსადგენი იქნება: 1. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნა ჩასატარებელი სამუშაოების დასაშვებობასთან დაკავშირებით, რომლითაც დასტურდება, რომ საპროექტო სამუშაოები საფრთხეს არ შეუქმნის შენობა-ნაგებობის კონსტრუქციულ სიმტკიცეს, მდგრადობას, საიმედოობას, სეისმომედეგობასა და ცეცხლმედეგობას; 2. “ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის N41 დადგენილების შესაბამისად მომზადებული საექსპერტო დასკვნა, იმასთან დაკავშირებით, რომ საპროექტო სამუშაოების განხორციელების შედეგად არ ხდება შეუსაბამობის ხარისხის ზრდა; ხარვეზების გამოსწორებისთვის გეძლევათ 15 სამუშაო დღე. მოცემულ ვადაში ხარვეზების შეუსრულებლობის შემთხვევაში განცხადება დარჩება განუხილველი. აქვე გაცნობებთ, არასრულყოფილი დოკუმენტაციის გამო სამსახური ამ ეტაპზე სრულად ვერ გიდგენთ ყველა შესაძლო ხარვეზს. იმ შემთხვევაში თუ თქვენი მხრიდან არ მოხდება სამსახურის მიერ დადგენილი ხარვეზების სრულყოფილად გამოსწორება და მოთხოვნილი დოკუმენტაციის სრულყოფილი სახით წარმოდგენა, აღნიშნული განაცხადი შესაძლოა განუხილველი.

    მეტის ჩვენება
  2. 11 ივნისი, 2024გადაწყვეტილება7075044
  3. 10 ივნისი, 2024ქალაქის პასუხი
  4. 10 ივნისი, 2024ფაილები აიტვირთა
  5. 7 ივნისი, 2024ქალაქის პასუხი
  6. 7 ივნისი, 2024ფაილები აიტვირთა
  7. 21 მაისი, 2024ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

ნახაზები და საპროექტო ფაილები3

თანხმობები და ბრძანებები3

სხვა ფაილები9

ყველას ჩვენება (9)

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა