ქალაქი თბილისი, შალვა დადიანის ქუჩა, N 14
დამკვეთი
- სახელი
- კობა დევაძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 405316144
მონაწილეები
- სპეციალისტისაჭიროების შემთხვევაში ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა
- სახელი
- გია ჭანიშვილი
პირები, რომლებიც განმცხადებელმა განაცხადის ფორმაში მიუთითა.
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.18.03.039.007.01.562
- მესაკუთრე
- შპს "შვეული" (405316144)
- ფართობი
- 228 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.18.03.039.007.01.562საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-5
- K1
- 0,5
- K2
- 2,1
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11036782
- სტატუსი
- შუალედური
- რეგისტრაცია
- 21 მაისი, 2024
- სახეობა
- ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოები
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- ახლა ელოდება
- განმცხადებლის პასუხს
- ქალაქის ბოლო პასუხი: 7 ივნისი, 2024 (899 დღე)
- შენიშვნების რაუნდები
- 2
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 7 ივნისი, 2024ქალაქის პასუხი
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენ მიერ ელექტრონულად ატვირთული განცხადება, პასუხად გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში გამოვლინდა ხარვეზები, კერძოდ: 1. ვინაიდან საპროექტო დოკუმენტაციაში საუბარია ძეგლის არსებული ვიტრაჟის დემონტაჟძე, საჭიროა გათვალისწინებულ იქნას, რომ კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონის 25–ე მუხლის შესაბამისად, ძეგლზე მისი კვლევის ან რეაბილიტაციის მიზნით შეიძლება ჩატარდეს შემდეგი სახის სამუშაოები: ა) დაზვერვა; ბ) გაწმენდა; გ) კონსერვაცია; დ) რესტავრაცია; ე) რეკონსტრუქცია; ვ) ადაპტაცია. შესაბამისად, საპროექტო დოკუმენტაციაში "დემონტაჟი"–ს სამუშაოები არ უნდა იყოს ნახსენები; ამასთანავე განგიმარტავთ, რომ კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონის 26–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, "უძრავი ძეგლის ან მისი ნაწილის დაშლა დასაშვებია მხოლოდ ძეგლზე ამ კანონით დაშვებული სამუშაოების გამოყენებულია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა/ ელექტრონული შტამპი (რეკონსტრუქციის) ფარგლებში და ძეგლის აღდგენის პირობით, იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს ძეგლის ინტერესები ან თუ ძეგლის არსებული მდგომარეობა საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას და არ არსებობს ამ საფრთხის თავიდან აცილების სხვა შესაძლებლობა". ამავე კანონის მე–3 მუხლის თანახმად: "ძეგლის რეკონსტრუქცია– დეტალურ სამეცნიერო კვლევებზე და ზუსტ ანაზომებზე დაყრდნობით, ახალი ან ძველი მასალით ან მათი კომბინაციის გამოყენებით, მთლიანად ან ნაწილობრივ დანგრეული ან დაშლილი ძეგლის ან მისი ფრაგმენტის პირვანდელი სახით ხელახლა აშენება". 2. ასევე, ვინაიდან ხდება მთავარ ფასადზე კონდიციონერის აგრეგატის განსათავსებლად ვიტრაჟში ცხაურების მოწყობა, საჭიროა გათვალისწინებულ იქნას „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის N14-39 დადგენილების მუხლი 18, პუნქტი გ) სარეცხის საშრობი-გასაფენი, გათბობის, კონდიცირების და სხვა მსგავსი მოწყობილობები/დანადგარები უნდა განთავსდეს შენობის შიგნით, სპეციალურად გამოყოფილ სათავსებში. მათი არარსებობის შემთხვევაში, დასაშვებია მათი განთავსება ექსტერიერის ვიზუალურად ნაკლებად აღქმად ნაწილებზე, ერთიანი, მოწესრიგებული სახით. ასეთ შემთხვევაში, საჭიროა მათი შემოსვა-შენიღბვა დეკორატიული ელემენტებით (ჟალუზი, ეკრანი და სხვა) და მათი არქიტექტურულ- მხატვრული მხარის ფასადებთან ერთად ერთიან სისტემაში გადაწყვეტა. დაუშვებელია ასეთი მოწყობილობა-დანადგარების განთავსება ქუჩის მხარე ფასადზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კონკრეტული შენობა/ფართი არ იძლევა ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით კონდიცირების მოწყობილობა/დანადგარების განთავსების შესაძლებლობას. მათი განთავსება შესაძლებელია ქუჩის მხარეს, ნაკლებად აღქმად ადგილას, დეკორატიული ელემენტებით (ჟალუზი, ეკრანი და სხვა) შემოსვა-შენიღბვის პირობით; 3. იმ შემთხვევაში თუ მიმდინარე განაცხადით AR11034483, AR11032006, და AR11034486 განაცხადების გაუქმებაა (განუხილველად დატოვება) მოთხოვნილი, საჭიროა რომ აღნიშნული მოთხოვნით ინდივიდუალურად იქნას მოთხოვნილი განაცხადებზე განუხილველი სტატუსის მინიჭება ან განაცხადები შუალედური გადაწყვეტილების გაცნობის შემდგომ აღარ იქნას ხელმეორედ შემობრუნებული განსახილველად, რა დროსაც მათ ავტომატურად მიენიჭებათ განუხილველი სტატუსი; ხარვეზების გამოსწორებისთვის გეძლევათ 15 სამუშაო დღე. მოცემულ ვადაში ხარვეზების შეუსრულებლობის შემთხვევაში განცხადება დარჩება განუხილველი. აქვე გაცნობებთ, არასრულყოფილი დოკუმენტაციის გამო სამსახური ამ ეტაპზე სრულად ვერ გიდგენთ ყველა შესაძლო ხარვეზს. იმ შემთხვევაში თუ თქვენიმხრიდან არ მოხდება სამსახურის მიერ დადგენილი ხარვეზების სრულყოფილად გამოსწორება და მოთხოვნილიდოკუმენტაციის სრულყოფილი სახით წარმოდგენა, აღნიშნული განაცხადი დარჩება განუხილველი.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 5 ივნისი, 2024ქალაქის პასუხი
- 5 ივნისი, 2024ფაილები აიტვირთა
- 21 მაისი, 2024ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები7
- arsebuli fotomasala1.pdfგახსნა ↗
- FOTOMONTAJI.pdfგახსნა ↗
- ისტორიული კვლევა დადიანი შვეული.pdfგახსნა ↗
- პირველი კლასის დოკუმენტაცია.pdfგახსნა ↗
- arsebuli fotomasala1.pdfგახსნა ↗
- FOTOMONTAJI.pdfგახსნა ↗
ყველას ჩვენება (7)ნაკლების ჩვენება
- პირველი კლასის დოკუმენტაცია.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა