OpenCAD
შუალედური

ქალაქი თბილისი , ქუჩა პეტრიაშვილი , N 1 , (ნაკვეთი N2/29)

AR11037005ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოებისხვა დანიშნულება22 მაისი, 2024- ვაკე
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

დამკვეთი

სახელი
არჩილ ივარდავა
დეველოპერი (ს/კ)
404401544

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.15.02.002.029
მესაკუთრე
შპს ,,ღვინის ქარხანა N1" (404401544)
ფართობი
3 911 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 17 ნოემბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11037005
სტატუსი
შუალედური
რეგისტრაცია
22 მაისი, 2024
სახეობა
ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოები

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

ახლა ელოდება
განმცხადებლის პასუხს
ქალაქის ბოლო პასუხი: 12 ივნისი, 2024 (894 დღე)
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 19 ივლისი, 2024ფაილები აიტვირთა
  2. 12 ივნისი, 2024ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენ მიერ ელექტრონულად ატვირთული 2024 წლის 22 მაისის AR11037005 განცხადება, რომელიც ეხება ქ. თბილისში, პეტრიაშვილის ქ. N1-ში (ძეგლი) სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების ესკიზის წინასწარ შეთანხმების საკითხს. „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონის, „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 მარტის N137 დადგენილების, ,,საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსგან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილების დელეგირების თაობაზე’’ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის N91 განკარგულებით დამტკიცებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების, „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 აპრილის N9-34 დადგენილების თანახმად საკითხი განხილული იქნა ქ. თბილისის უნიციპალიტეტისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოზე (ოქმი N19, 23.05.2024წ), რომლის გადაწყვეტილების საფუძველზეც აღნიშნულ საკითხს მიეცა დადებითი შეფასება. გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში გამოვლინდა ხარვეზები, კერძოდ: გაცნობებთ, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 29 მარტის N38-26 დადგენილებით „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებაში შევიდა ცვლილებები. აღნიშნულის გათვალისწინებით, საჭიროა წარმოდგენილ იქნეს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილების მოთხოვნების გათვალისწინებით განახლებული საპროექტო დოკუმენტაცია. ასევე გაცნობებთ, ვინაიდან თქვენს დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთი ს/კ 01.15.02.002.029 ფუნქციური ზონის მიხედვით მდებარეობს საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2 (სსზ-2) და სარეკრეაციო ზონა 2-ში (რზ-2), საჭიროა გათვალისწინებულ იქნეს ზონის მოთხოვნები და წარმოდგენილ იქნეს კოეფიციენტების გაანგარიშება შესაბამისად (იხ. დანართი). ვინაიდან საპროექტო ნაკვეთზე პარალელურად AR11036596-ით განიხილება სარეაბილიტაციო სამუშაოები, საჭიროა გაერთიანებულ იქნეს მოთხოვნა და წარმოდგენილ იქნეს ერთი განაცხადით. აქვე გაცნობებთ, რომ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში დამატებით გამოვლინდა ხარვეზები: 1. წარმოდგენილ იქნეს განმარტებითი ბარათი. 2. .არსებული სიტუაციის ფოტოსურათები. -> .ფოტოსურათების pdf ფაილი.: წარმოდგენილ იქნეს ასევე შორი, ერთიანი ზედხედის ფოტოსურათი. 3. .ფოტომონტაჟი და აქსონომეტრიული ხედები. -> .ფოტომონტაჟი და აქსონომეტრიული ხედების pdf ფაილი (ზომების და ნიშნულების ჩვენებით). : -წარმოდგენილ იქნეს არსებულ ფოტოსურათზე დამუშავებული ფოტომონტაჟები, ნიშნულების, ზომების, მასალის და ფერის კოდების მითითებით. -წარმოდგენილ იქნეს საკადასტრო გეგმა, საპროექტო არეალის დატანით. -აბრების ნაწილში გათვალისწინებულ იქნეს რეკლამის და ენის შესახებ კანონი. "რეკლამის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, "რეკლამა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება სახელმწიფო ენაზე. ეს მოთხოვნა არ ეხება იმ გადაცემებსა და გამოცემებს, რომლებიც ვრცელდება სხვა ენაზე, აგრეთვე არ ეხება წარწერას საქონლის გამოსახულებაზე, გარდა სასაქონლო ნიშნისა, ხოლო საქართველოში განთავსებული, სხვა ენაზე რეგისტრირებული სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის (ლოგოტიპის) მფლობელს ევალება მისი ტრანსლიტერაციის წესით გადმოცემა ქართულ ენაზე". გამომდინარე აქედან, სარეკლამო აბრაზე წარწერა შესრულებული უნდა იყოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო უცხო ენაზე შესრულებული წარწერა ზომით (ყველა შემთხვევაში) და რაოდენობით არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ (ტრანსლიტერირებულ) ფორმას. მანათობელი წარწერის შემთხვევაში, ორივე ენაზე შესრულებული (ქართული და უცხოური) წარწერები ერთნაირად უნდა იყოს განათებული. სახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტი თავსდება წინ (მარცხნივ ან ზევით), ხოლო არასახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტი – შემდეგ (მარჯვნივ ან ქვევით). გაცნობებთ, რომ ხარვეზების გამოსწორებისთვის გეძლევათ 15 სამუშაო დღე. მოცემულ ვადაში ხარვეზების შეუსრულებლობის შემთხვევაში განცხადება დარჩება განუხილველი. აქვე გაცნობებთ, არასრულყოფილი დოკუმენტაციის გამო სამსახური ამ ეტაპზე სრულად ვერ გიდგენთ ყველა შესაძლო ხარვეზს. იმ შემთხვევაში თუ თქვენი მხრიდან არ მოხდება სამსახურის მიერ დადგენილი ხარვეზების სრულყოფილად გამოსწორება და მოთხოვნილი დოკუმენტაციის სრულყოფილი სახით წარმოდგენა, აღნიშნული განაცხადი დარჩება განუხილველი.

    მეტის ჩვენება
  3. 22 მაისი, 2024ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

ნახაზები და საპროექტო ფაილები1

დასკვნები და აზომვები1

  • დასკვნა მდგრადობასა და ზეგავლენაზე ღია სეზონური ნაგებობების მშენებლობა პეტრიაშვილის ქუჩა №1-signed.pdfგახსნა ↗

სხვა ფაილები5

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა