ქალაქი თბილისი, გერგეტის შესახვევი, N 18
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 7058013
- გადაწყვეტილების თარიღი
- 30 მაისი, 2024
- შედეგი
- სხვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- გიორგი ინასარიძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 404660381
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.15.05.070.081
- მესაკუთრე
- შპს "რეალ ესთეით ჯორჯია ინვესტ" (404660381)
- ფართობი
- 992 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 17 ნოემბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.15.05.070.081საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- ლანდშაფტურ-სარეკრეაციო
- ქვეზონა
- lsz
- K1
- 0
- K2
- 0
- ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა: ქალაქის რუკა ამ ტიპის ზონისთვის K2-ს არ გვაძლევს (0 ნიშნავს „არ არის გამოქვეყნებული“, არა აკრძალვას). გადაამოწმეთ ზონირების რეგულაცია.
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11037478
- სტატუსი
- განუხილველი
- რეგისტრაცია
- 24 მაისი, 2024
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 6 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 30 მაისი, 2024ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენ მიერ ელექტრონულად ატვირთული განცხადება, პასუხად გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში გამოვლინდა ხარვეზები, კერძოდ: კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მიხედვით: „ 3. ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაში აუცილებელია: ბუნებრივი რელიეფისა და წყალსატევების შენარჩუნება, ლანდშაფტის განთავისუფლება კულტურულ ღირებულებას მოკლებული, დისონანსის შემტანი შენობა-ნაგებობებისა და ნარგავებისაგან, მცენარეული საფარის დაცვა-რეგულირება, ტყისა და მწვანე საფარის ბუნებრივი აღდგენის უზრუნველყოფა, მდელოებისა და სხვა ტერიტორიების დაცვა დამეწყვრისა და წალეკვისაგან. 4. ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაში დაშვებულია მხოლოდ: ა) შემდეგი სამშენებლო სამუშაოები: ა.ა) კულტურული ან ისტორიული ღირებულების მქონე შენობა-ნაგებობების კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები; ა.ბ) დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში მითითებულ მიზნებთან და ამოცანებთან ფუნქციურად დაკავშირებული ნაგებობების, საზოგადოებრივ ინტერესებთან დაკავშირებული დროებითი ნაგებობების ან სახელმწიფოებრივი ინტერესით განპირობებული იმგვარი ხაზობრივი ნაგებობების მშენებლობა, რომლებიც მნიშვნელოვნად არ უცვლის სახეს ისტორიულ რელიეფსა და ლანდშაფტს, არ აუარესებს ზონაში დაცული და ვიზუალური დაცვის არეალებში განლაგებული კულტურული მემკვიდრეობის აღქმას; ბ) ისეთი სამეურნეო საქმიანობა, რომელიც არ ეწინააღმდეგება ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებულ მიზნებსა და ამოცანებს~. ამასთანავე გაცნოებებთ, რომ თქვენ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში გამოვლინდა ხარვეზები, კერძოდ: 1. ....არებობის შემთხვევაში მიწის ნაკვეთის (საპროექტო ტერიტორიის) ტოპოგრაფიული გეგმა, მასშტაბი 1:500 -> ....ტოპოგრაფიული გეგმის pdf ფაილი : -ტოპოგრაფიული გეგმის pdf ფაილი, წარმოდგენილი უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის მიერ მისივე საპროექტო ორგანიზაციის სატიტულო შტამპით და ხელმოწერით. -ტოპოგრაფიული გეგმა წარმოდგენილ იქნეს უშუალოდ საპროექტო ნაკვეთის ნაწილში. 2. ....არსებული სიტუაციის ფოტოსურათები -> ....ფოტოსურათების pdf ფაილი : წარმოდგენილ იქნეს დღეის მდგომარეობის ამსახველი ფოტოსურათები სხვადასხვა ხედის ფიქსაციით და თარიღის მითითებით. 3. ....საინფორმაციო დაფა-ბანერი -> ....საინფორმაციო დაფა - ბანერის pdf ფაილი.: წარმოდგენილ იქნეს საინფორმაციო დაფა – ბანერის ამსახველი ფოტოსურათები შორი და ახლო ხედებიდან. საინფორმაციო დაფა უნდა დამაგრდეს საზოგადოებრივი სივრცეებიდან აღქმად, თვალსაჩინო ადგილზე და საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების 19-ე მუხლის შესაბამისად აუცილებლად უნდა შეიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას: მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე საინფორმაციო დაფა უნდა მოიცავდეს: • მშენებლობის ნებართვის მაძიებლის საკონტაქტო ინფორმაციას; • მიწის ნაკვეთის მისამართს; • მშენებლობის სახეობას და შენობა-ნაგებობის ფუნქციურ დანიშნულებას; • მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს დასახელებას/მისამართს და განაცხადის განხილვის ვადებს (სარეკომენდაციოთ გაცნობებთ: მიუთითეთ კანონით დადგენილი განხილვის ვადა); • შენობა-ნაგებობის სავარაუდო სართულიანობას ან/და გაბარიტებს. • საინფორმაციო დაფის გაბარიტები და მასზე ინფორმაციის განთავსების პირობები, საჯაროობისა და თვალსაჩინოების უზრუნველყოფის მიზნით, შეიძლება დააზუსტონ მშენებლობის ნებართვის გამცემმა ორგანოებმა მინიმალური გაბარიტის ჯერადობის მიხედვით. საინფორმაციო დაფის მინიმალური გაბარიტია A2 ზომის ფორმატი. საინფორმაციო დაფაზე უნდა განთავსდეს მხოლოდ ზემოაღნიშნული მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია და დაუშვებელია მისი სარეკლამო მიზნებისათვის გამოყენება. 4. ....საჭიროების შემთხვევაში ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა: საჭიროა წარმოდგენილ იქნეს ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა. 5. ....საჭიროების შემთხვევაში საპროექო ობიექტის ესკიზური ვარიანტი: -წარმოდგენილ იქნეს არსებულ ფოტოსურათზე დამუშავებული ფოტომონტაჟები, ზომების ნიშნულების, მასალის და ფერის კოდების მითითებით. -წარმოდგენილ იქნეს კოეფიციენტების ანგარიში. -ესკიზის დამუშავებისას გათვალისწინებულ იქნეს ნაკვეთზე არსებული ფუნქციური ზონები (იხ. დანართი). 6. საჭიროების შემთხვევაში მიწის ნაკვეთზე შენობის ან/და ნაგებობის განთავსების სქემა: წარმოდგენილ იქნეს საპროექტო შენობის განთავსების სქემა (გენგეგმა) მიბმის მანძილების ჩვენებით, როგორც საკადასტრო საზღვრამდე, ასევე ხე-ნარგავებამდე და იმ შემთხვევაში თუ ტერიტორიაზე არსებული ხე-ნარგავებიდან ვერ იცავთ სავალდებულო 3 მეტრიან მანძილს წარმოდგენილ იქნას უფლებამოსილი ორგანიზაციის ან/და სპეციალისტის საექსპერტო დასკვნა, ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების ხარისხობრივი შეფასება (სახეობის და გარშემოწერილობის შესახებ, რომელიც იზომება მიწის ზედაპირიდან 10 სმ. სიმაღლეზე), რომელთა დასკვნის საფუძველზე წარმოდგენილ უნდა იქნეს მიწის ნაკვეთის ტოპოგრაფიულ გეგმაზე მონიშნული ხე-ნარგავები შესაბამისი ექსპლიკაციის მითითებით. 7. წარმოდგენილ იქნეს გეოლოგიური დასკვნა. გაცნობებთ, რომ ხარვეზების გამოსწორებისთვის გეძლევათ 15 სამუშაო დღე. მოცემულ ვადაში ხარვეზების შეუსრულებლობის შემთხვევაში განცხადება დარჩება განუხილველი. აქვე გაცნობებთ, არასრულყოფილი დოკუმენტაციის გამო სამსახური ამ ეტაპზე სრულად ვერ გიდგენთ ყველა შესაძლო ხარვეზს. იმ შემთხვევაში თუ თქვენი მხრიდან არ მოხდება სამსახურის მიერ დადგენილი ხარვეზების სრულყოფილად გამოსწორება და მოთხოვნილი დოკუმენტაციის სრულყოფილი სახით წარმოდგენა, აღნიშნული განაცხადი დარჩება განუხილველი.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 30 მაისი, 2024გადაწყვეტილება7058013 - სხვა
- 24 მაისი, 2024ფაილები აიტვირთა
- 23 მაისი, 2024ფაილები აიტვირთა
- 23 მაისი, 2024ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ნახაზები და საპროექტო ფაილები1
- dumbaZe_16 02 (01.15.05.070.081, 01.15.05.070.101).dwg
დასკვნები და აზომვები1
- ტოპო მთწმინდა.pdfგახსნა ↗
სხვა ფაილები3
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა