ქალაქი თბილისი , კოსმონავტების სანაპირო N91
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 7082182
- გადაწყვეტილების თარიღი
- 14 ივნისი, 2024
- შედეგი
- უარი
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- გიორგი ჯანიაშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 404565430
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.13.04.017.096
- მესაკუთრე
- ამხანაგობა "გეომერიდიანი"
- ფართობი
- 5 540 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.13.04.017.096საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- სამრეწველო
- ქვეზონა
- s-1
- K1
- 0
- K2
- 0
- სამრეწველო ზონა: ქალაქის რუკა ამ ტიპის ზონისთვის K2-ს არ გვაძლევს (0 ნიშნავს „არ არის გამოქვეყნებული“, არა აკრძალვას). გადაამოწმეთ ზონირების რეგულაცია.
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11040270
- სტატუსი
- უარყოფა
- რეგისტრაცია
- 4 ივნისი, 2024
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 10 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 2
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 14 ივნისი, 2024ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 04 ივნისის №AR11040270 განცხადებით მომართა გიორგი ჯანიაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 08 იანვრის №6833229 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 08 იანვრის №6833229 ბრძანებით, №01.13.04.017.096 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების III და IV ბლოკების კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 8 იანვრიდან 2025 წლის 8 იანვრის ჩათვლით. სამსახურის 2024 წლის 28 თებერვლის №6910663 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2024 წლის 08 იანვრის №6833229 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საერთო ფართობად დაფიქსირდა: 17143.96, საცხოვრებელ ფართობად: 11249.4 კვ.მ., საზაფხულო ფართობად 2170.7 კვ.მ. ასევე, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს დაემატა კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობი: 1729.7 კვ.მ. გარდა ამისა, სამსახურის 2024 წლის 08 იანვრის №6833229 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები ჩანაცვლდა 2024 წლის 07 თებერვალს №AR11013750 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი გეგმებით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2024 წლის 08 იანვრის №6833229 ბრძანებით შეთანხმებულ გეგმებზე დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, რამდენიმე გეგმაზე გამორჩენილია ფართობების დატანა. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 08 იანვრის №6833229 ბრძანებით შეთანხმებულ იქნა III და IV ბლოკების კორექტირებული არქიტექტურული პროექტი, ხოლო წინამდებარე განცხადებით წარმოდგენილ -3.00 და +29.70 ნიშნულის გეგმებზე ფართების დატანა ხდება I და II ბლოკებზე (I და II ბლოკების კორექტირებული არქიტექტურული პროექტი შეთანხმებულია სამსახურის 2022 წლის 01 ივნისის №5962424 ბრძანებით). ამდენად, ვინაიდან სამსახურის 2024 წლის 08 იანვრის №6833229 ბრძანებით I და II ბლოკების არქიტექტურული პროექტი შეთანხმებული არ არის, სამსახური მოკლებულია 2024 წლის 08 იანვრის №6833229 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესაძლებლობას I და II ბლოკებთან დაკავშირებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სამსახურის 2024 წლის 08 იანვრის №6833229 ბრძანებაში III და IV ბლოკებთან დაკავშირებით ტექნიკური შეცდომა არ ფიქსირდება, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა ტექნიკური შეცდომის გასწორებასთან დაკავშირებით. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 14 ივნისი, 2024გადაწყვეტილება7082182 - უარი
- 13 ივნისი, 2024ქალაქის პასუხი
- 13 ივნისი, 2024ფაილები აიტვირთა
- 4 ივნისი, 2024ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ნახაზები და საპროექტო ფაილები2
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა