ქალაქი თბილისი, კამანის I ჩიხი, N 1
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 7098460
- გადაწყვეტილების თარიღი
- 25 ივნისი, 2024
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ბესიკ გუგავა
- დეველოპერი (ს/კ)
- 400295970
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.14.15.001.173
- მესაკუთრე
- ირმა აბზიანიძე (P/N: *********51)
- ფართობი
- 642 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.14.15.001.173საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-6
- K1
- 0,5
- K2
- 2,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11040805
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 7 ივნისი, 2024
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 1 დღე
- ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 4
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 25 ივნისი, 2024გადაწყვეტილება7098460 - თანხმობა
- 25 ივნისი, 2024ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 10 იანვრის №6836224 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 7 ივნისს №AR11040805 განცხადებით მომართა ბესიკ გუგავამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2024 წლის 10 იანვრის №6836224 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 10 იანვრის №6836224 ბრძანებით, №01.14.15.001.173 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 10 იანვრიდან 2027 წლის 10 მაისის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2024 წლის 10 იანვრის №6836224 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას, კერძოდ განმცხადებელს სურს ტექნიკურ-ეკონომიკურ ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე გარე (ღია) ავტოსადგომის 57.7 კვ.მ. ფართობის დაფიქსირება. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეადარა შეთანხმებულს დაადგინა, რომ საპროექტო ობიექტისთვის გათვალისწინებულია 4 გარე (ღია) ავტოსადგომი საერთო ფართობით 57.7 კვ.მ. შესაბამისად, სამსახურის 2024 წლის 10 იანვრის №6836224 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე გარე (ღია) ავტოსადგომის ფართობად შესაძლებელია დაფიქსირდეს - 57.7 კვ.მ. აღსანიშნავია, რომ საპროექტო შენობა-ნაგებობის სხვა ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები არ იცვლება და არც, შეთანხმებული ±0.00 და +19.00 ნიშნულების არქიტექტურული გეგმები, უბრალოდ ხდება წარმოდგენილ აღნიშნული ნიშნულების არქიტექტურულ გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 10 იანვრის №6836224 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 10 იანვრის №6836224 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე გარე (ღია) ავტოსადგომის ფართობად დაფიქსირდეს 57.7 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 10 იანვრის №6836224 ბრძანებით შეთანხმებული ±0.00 და +19.00 ნიშნულების არქიტექტურული გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გასწორებული არქიტექტურული გეგმებით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 10 იანვრის №6836224 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 10 იანვრის №6836224 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 24 ივნისი, 2024ქალაქის პასუხი
- 24 ივნისი, 2024ფაილები აიტვირთა
- 20 ივნისი, 2024ქალაქის პასუხი
- 20 ივნისი, 2024ფაილები აიტვირთა
- 18 ივნისი, 2024ქალაქის პასუხი
- 18 ივნისი, 2024ფაილები აიტვირთა
- 7 ივნისი, 2024ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ნახაზები და საპროექტო ფაილები4
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა