ქალაქი თბილისი, ხომლის ქუჩა, N 15
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 7138096
- გადაწყვეტილების თარიღი
- 18 ივლისი, 2024
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- თენგიზ იმნაიშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 406294825
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.14.16.015.479
- მესაკუთრე
- შპს "პილარ ჯგუფი" (406294825)
- ფართობი
- 3 176 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.14.16.015.479საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-2
- K1
- 0,5
- K2
- 0,8
- K3
- 0,25
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11045676
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 5 ივლისი, 2024
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 13 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 3
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 18 ივლისი, 2024ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 4 აპრილის №6967852 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 5 ივლისს №AR11045676 განცხადებით მომართა თენგიზ იმნაიშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 4 აპრილის №6967852 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 4 აპრილის №6967852 ბრძანებით, №01.14.16.015.479 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2024 წლის 1 ივლისის №7108650 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 1 ივლისიდან 2025 წლის 1 ნოემბრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. სამსახურის 2024 წლის 30 აპრილის №7007603 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2024 წლის 4 აპრილის №6967852 ბრძანებაში და შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმებს დაემატა ტექნიკური შეცდომის შედეგად, გამორჩენილი +8.58 ნიშნულის არქიტექტურული გეგმა. წარმოდგენილი განცხადებით, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილია სამსახურის 2024 წლის 4 აპრილის №6967852 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება, კერძოდ, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საზაფხულო ფართობი 1640.1 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 1639.8 კვ.მ. ავტოსადგომის ფართობი 1204.0 კვ.მ-ის ნაცვლად 1204.1 კვ.მ., საერთო ფართობი 7933.2 კვ.მ-ის ნაცვლად 8645.3 კვ.მ. ასევე, მოთხოვნილია გამორჩენილი კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობის 712.3 კვ.მ. ფართობის დამატება. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გასწორებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები, ფართობების არასწორი დაჯამების გამო. ამასთან გეგმარება არ იცვლება, ხდება მხოლოდ გეგმებზე ფართობების გასწორება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება და ტექნიკური შეცდომის გასწორება მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 4 აპრილის №6967852 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს დაემატოს კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი: 712.3 კვ.მ.. ამასთან, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საზაფხულო ფართობად დაფიქსირდეს: 1639.8 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობად: 1204.1 კვ.მ., საერთო ფართობად: 8645.3 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 4 აპრილის №6967852 ბრძანებით შეთანხმებული (სამსახურის 2024 წლის 30 აპრილის №7007603 ბრძანებით დამატებული) არქიტექტურული გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი არქიტექტურული გეგმებით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 4 აპრილის №6967852 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 4 აპრილის №6967852 და 2024 წლის 30 აპრილის №7007603 ბრძანებებთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 18 ივლისი, 2024გადაწყვეტილება7138096 - თანხმობა
- 17 ივლისი, 2024ქალაქის პასუხი
- 15 ივლისი, 2024ქალაქის პასუხი
- 15 ივლისი, 2024ფაილები აიტვირთა
- 4 ივლისი, 2024ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა