OpenCAD
უარყოფა

ქალაქი თბილისი , კოსმონავტების სანაპირო N91

AR11046433სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება8 ივლისი, 2024- დიღომი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
7132346
გადაწყვეტილების თარიღი
16 ივლისი, 2024
შედეგი
უარი
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
გიორგი ჯანიაშვილი
დეველოპერი (ს/კ)
404565430

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.13.04.017.096
მესაკუთრე
ამხანაგობა "გეომერიდიანი"
ფართობი
5 540 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11046433
სტატუსი
უარყოფა
რეგისტრაცია
8 ივლისი, 2024
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
8 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 16 ივლისი, 2024ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 8 ივლისს №AR11046433 განცხადებით მომართა გიორგი ჯანიაშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2024 წლის 28 თებერვლის №6910663 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 8 იანვრის №6833229 ბრძანებით, შეთანხმდა №01.13.04.017.096 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების III და IV ბლოკების კორექტირებული არქიტექტურული პროექტი (განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე დამუშავებული) და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 8 იანვრიდან 2025 წლის 8 იანვრის ჩათვლით. სამსახურის 2024 წლის 28 თებერვლის №6910663 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2024 წლის 8 იანვრის №6833229 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს დაემატა გამორჩენილი კიბის უჯრედის და სადარბაზოს 1729.7 კვ.მ. ფართობი. ამასთან, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საერთო ფართობად დაფიქსირდა 17143.96 კვ.მ., საცხოვრებელ ფართობად - 11249.4 კვ.მ., საზაფხულო ფართობად - 2170.7 კვ.მ. აგრეთვე, შეთანხმებული გეგმები ჩანაცვლდა 2024 წლის 7 თებერვლის №AR11013750 განცხადებაზე წარმოდგენილი გასწორებული გეგმებით. წინამდებარე განცხადებით მოთხოვნილია ტექნიკური შეცდომის გასწორება ისევ 2024 წლის 8 იანვრის №6833229 ბრძანებაში, კერძოდ, განმცხადებელს ამჯერად სურს სსიპ საჯარო რეესტრის 2024 წლის 5 ივლისის №882024733182-09 გადაწყვეტილების საფუძველზე საპროექტო დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობაში მოყვანა. სამსახურმა, დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, დაადგინა, რომ გიორგი ჯანიაშვილის 2024 წლის 7 თებერვლის №AR11013750 განცხადებით მოთხოვნილ იქნა სამსახურის 2024 წლის 8 იანვრის №6833229 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება მხოლოდ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, კერძოდ კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობის დამატებასთან, ასევე ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირებული საერთო, საცხოვრებელი და საზაფხულო ფართობების გასწორებასთან დაკავშირებით. სამსახურის 2024 წლის 28 თებერვლის №6910663 ბრძანებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა და გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2024 წლის 8 იანვრის №6833229 ბრძანებაში მხოლოდ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით და შეთანხმებული გეგმები ჩანაცვლდა 2024 წლის 7 თებერვლის №AR11013750 განცხადებაზე წარმოდგენილი გასწორებული გეგმებით. აღსანიშნავია, რომ სამსახურის 2024 წლის 8 იანვრის №6833229 ბრძანებით შეთანხმებული და სამსახურის 2024 წლის 28 თებერვლის №6910663 ბრძანებით ჩანაცვლებული გეგმები აბსოლუტურად იდენტურია, არ არის შეცვლილი (კორექტირებული). გასწორებულ გეგმებზე მხოლოდ ის ფართობებია დაზუსტებული, რომელიც 2024 წლის 7 თებერვლის №AR11013750 განცხადებით იყო მოთხოვნილი (სხვა ცვლილებების გარეშე). ამასთან, სამსახურის 2024 წლის 28 თებერვლის №6910663 ბრძანებაში მითითებულია, რომ აღნიშნული ბრძანება განიხილება სამსახურის 2024 წლის 8 იანვრის №6833229 ბრძანებასთან ერთად. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა სამსახურის 2024 წლის 28 თებერვლის №6910663 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებასთან დაკავშირებით. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 16 ივლისი, 2024გადაწყვეტილება7132346 - უარი
  3. 8 ივლისი, 2024ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა