OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , შესახვევი რატევანის I , N 4

AR11046627სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება9 ივლისი, 2024
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
7139588
გადაწყვეტილების თარიღი
19 ივლისი, 2024
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ნინო ხარაბაძე
დეველოპერი (ს/კ)
205226995

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.12.09.003.013
მესაკუთრე
ბინის მესაკუთრეთა საერთო საკუთრება
ფართობი
1 500 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11046627
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
9 ივლისი, 2024
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
10 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
2

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 19 ივლისი, 2024ქალაქის პასუხი

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 20 მარტის №6942698 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 09 ივლისს №AR11046627 განცხადებით მომართა ნინო ხარაბაძემ და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 20 მარტის №6942698 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 20 მარტის №6942698 ბრძანებით №01.12.09.003.013 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 20 მარტიდან 2024 წლის 9 მაისის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. სამსახურის 2024 წლის 27 ივნისის №7103460 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2024 წლის 20 მარტის №6942698 ბრძანებაში და მშენებლობის ვადა გაგრძელდა 2024 წლის 27 ოქტომბრის ჩათვლით. სამსახურის 2024 წლის 01 აპრილის №6961096 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2024 წლის 20 მარტის №6942698 ბრძანებაში და აღნიშნულ ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად დაფიქსირდა ღია ავტოსადგომების ფართობი 147.8 კვ.მ. ასევე, სამსახურის 2024 წლის 20 მარტის №6942698 ბრძანებით შეთანხმებული -3.00 ნიშნულის არქიტექტურული გეგმა (ა/სადგომის გეგმის) ჩანაცვლდა №AR11025144 განცხადებაზე წარმოდგენილი ამავე ნიშნულის არქიტექტურული გეგმით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2024 წლის 20 მარტის №6942698 ბრძანებით შეთანხმებულ 7-1 ფასადსა და შეთანხმებულ გეგმებს შორის არის შეუსაბამობა „2-1“ ღერძებში მდებარე აივნების რკინის მოაჯირების ზომებთან დაკავშირებით, რაც წარმოდგენილ 7-1 ფასადზე გასწორებულია. განმცხადებელი, ასევე, განმარტავს, რომ შეთანხმებულ 7-1 ფასადზე „4-3“ ღერძებში კედლის ხაზის ზომაც არასწორად იყო დატანილი, რაც წარმოდგენილ 7-1 ფასადზე გასწორებულია. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ წარმოდგენილი 7-1 ფასადი ზომების („2-1“ ღერძებში მდებარე აივნების რკინის მოაჯირების ზომები) მითითების ნაწილში მოყვანილია შეთანხმებულ გეგმებთან შესაბამისობაში. ასევე, წარმოდგენილი რენდერები (აქსონომეტრიული ხედები) და 7-1 ფასადი „4-3“ ღერძებში მდებარე კედლის ხაზის ნაწილში მოყვანილია ერთმანეთთან შესაბამისობაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 20 მარტის №6942698 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 20 მარტის №6942698 ბრძანებაში და: 1.1. აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული 0.00, +3.30, +6.60, +9.90 და +13.20 ნიშნულების გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გეგმებით. 1.2.აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული „ფასადი 7-1“ და რენდერები (აქსონომეტრიული ხედები) ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილი ამავე „ფასადი 7-1“-ით და რენდერებით (აქსონომეტრიული ხედები). 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 20 მარტის №6942698 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 20 მარტის №6942698 და 2024 წლის 01 აპრილის №6961096 ბრძანებებთან ერთად. 4.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 19 ივლისი, 2024გადაწყვეტილება7139588 - თანხმობა
  3. 18 ივლისი, 2024ქალაქის პასუხი
  4. 18 ივლისი, 2024ფაილები აიტვირთა
  5. 9 ივლისი, 2024ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

ნახაზები და საპროექტო ფაილები1

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა