OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , დასახლება ზემო ფონიჭალა , კორპუსი 20 , მიმდებარედ (ნაკვეთი 37/017)

AR11049235სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება26 ივლისი, 2024- ფონიჭალა
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
7190227
გადაწყვეტილების თარიღი
22 აგვისტო, 2024
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
კირილე მორჩილაძე
დეველოპერი (ს/კ)
405304950

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.18.13.037.233
მესაკუთრე
შპს "პერსპექტივა" (405304950)
ფართობი
6 924 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 18 ნოემბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11049235
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
26 ივლისი, 2024
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
2 დღე
ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
5

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 22 აგვისტო, 2024ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 10 ივლისის №7124249 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 26 ივლისს №AR11049235 განცხადებით მომართა კირილე მორჩილაძემ და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 10 ივლისის №7124249 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 10 ივლისის №7124249 ბრძანებით №01.18.13.037.233 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2024 წლის 22 ივლისის №7140619 ბრძანებით ზემოაღნიშნული კორექტირებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 22 ივლისიდან 2028 წლის 02 აპრილის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2024 წლის 10 ივლისის №7124249 ბრძანებით შეთანხმებული პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში არასწორად დაფიქსირდა ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები. შესაბამისად ითხოვს საცხოვრებელ ფართობად 13065.34 კვ.მ-ის ნაცვლად დაფიქსირდეს 13062.14 კვ.მ., კომერციულ ფართობად 1497 კვ.მ-ის ნაცვლად 1496.49 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 3591.47 კვმ-ის ნაცვლად 3599.64 კვ.მ-ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 1904.27 კვ.მ-ის ნაცვლად 1855.12 კვ.მის., სასაწყობე ფართობად 1394.69 კვ.მ-ის ნაცვლად 1323.08 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 139.92 კვ.მ-ის ნაცვლად 209.76 კვ.მ-ის, ხოლო საერთო ფართობად 21592.69 კვ.მ-ის ნაცვლად 21546.23 კვ.მ-ის დაფიქსირებას. ამასთან, ითხოვს 79 ღია ავტოსადგომის ფართობის ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად 1103.9 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი არქიტექტურული გეგმები და შეცვლილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, შეთანხმებული არქიტექტურული გეგმები არ იცვლება, უბრალოდ ხდება წარმოდგენილ ფართობების დაზუსტება. სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 10 ივლისის №7124249 ბრძანებით შეთანხმებული 0.00 ნიშნულის გეგმაზე დატანილია 79 ღია ავტოსადგომი, რომელთა საერთო ფართობი შეადგენს 1103.91 კვ.მ-ს. თუმცა, ტექნიკური შეცდომის შედეგად სამსახურის ბრძანებაში აღნიშნული მაჩვენებელი არ არის ასახული. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 10 ივლისის №7124249 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 10 ივლისის №7124249 ბრძანებაში და ტექნიკურ - ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს 13062.14 კვ.მ., საზაფხულო ფართობად - 3599.64 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 1855.12 - კვ.მ., დამხმარე ფართობად - 209.76 კვ.მ., სასაწყობე ფართობად - 1323.08 კვ.მ., კომერციული ფართობად - 1496.49 კვ.მ., ხოლო საერთო ფართობად 21546.23 კვ.მ. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 10 ივლისის №7124249 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული ამავე ნიშნულების არქიტექტურული გეგმებით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 10 ივლისის №7124249 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 10 ივლისის №7124249 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 22 აგვისტო, 2024გადაწყვეტილება7190227 - თანხმობა
  3. 20 აგვისტო, 2024ქალაქის პასუხი
  4. 20 აგვისტო, 2024ფაილები აიტვირთა
  5. 19 აგვისტო, 2024ქალაქის პასუხი
  6. 16 აგვისტო, 2024ფაილები აიტვირთა
  7. 13 აგვისტო, 2024ქალაქის პასუხი
  8. 13 აგვისტო, 2024ფაილები აიტვირთა
  9. 13 აგვისტო, 2024ფაილები აიტვირთა
  10. 6 აგვისტო, 2024ქალაქის პასუხი
  11. 6 აგვისტო, 2024ფაილები აიტვირთა
  12. 26 ივლისი, 2024ფაილები აიტვირთა
  13. 23 ივლისი, 2024ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები7

ყველას ჩვენება (7)

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა