ქალაქი თბილისი , კოსმონავტების სანაპირო N51გ
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 7243615
- გადაწყვეტილების თარიღი
- 7 ოქტომბერი, 2024
- შედეგი
- თანხმობა
- მშენებლობის ვადა
- 17 ივნისი, 2024 – 17 დეკემბერი, 2026
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- პაატა სვანიძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 202446246
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.13.05.004.058
- მესაკუთრე
- შპს "ფროფერთი ინვესტი" (204531499)
- ფართობი
- 1 079 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.13.05.004.058საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-2
- K1
- 0,7
- K2
- 4,6
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11049605
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 5 აგვისტო, 2024
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 6 დღე
- ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 5
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 7 ოქტომბერი, 2024ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის №6828447 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 05 აგვისტოს №AR11049605 განცხადებით მომართა პაატა სვანიძემ და მოითხოვა სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის №6828447 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის №6828447 ბრძანებით შეთანხმდა №01.13.05.004.058 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2024 წლის 17 ივნისის №7085200 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 17 ივნისიდან 2026 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის №6828447 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან კერძოდ: საერთო ფართობად 10641.19 კვ.მ-ის ნაცვლად 10264.71 კვ.მ-ის, საცხოვრებელ ფართობად 5602.0 კვ.მ-ის ნაცვლად 5133.6 კვ.მ-ის, კომერციულ ფართობად 532.47 კვ.მ-ის ნაცვლად 461.21 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 1067.0 კვ.მ-ის ნაცვლად 1246.6 კვ.მ-ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 2123.14 კვ.მ-ის ნაცვლად 2123.1 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 158.0 კვ.მ-ის ნაცვლად 153.8 კვ.მ-ის, ავტოსადგომის ფართობად 1158.58 კვ.მ-ის ნაცვლად 1146.4 კვ.მ-ის, სამშენებლო მოცულობად 66701.56 კუბ.მ-ის ნაცვლად 47632.30 კუბ.მ-ის, 0.00 ნიშნულის ზევით 62900.64 კუბ.მ-ის ნაცვლად 41392.00 კუბ.მ-ის, 0.00 ნიშნულის ქვევით 3800.92 კუბ.მ-ის ნაცვლად 6240.30 კუბ.მ-ის, შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული სიმაღლის 50.4 მეტრის ნაცვლად 42.6 მეტრის, 0.00 ნიშნულის ზევით 47.1 მეტრის ნაცვლად 37 მეტრის, 0.00 ნიშნულის ქვევით 3.3 მეტრის ნაცვლად 5.6 მეტრის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ წარმოდგენილი -5.60, -2.80 და ±0.00 ნიშნულების გეგმები არ იცვლება. აღნიშნულ გეგმებზე ხდება მხოლოდ ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის №6828447 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის №6828447 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში და საერთო ფართობად დაფიქსირდეს 10264.71 კვ.მ., საცხოვრებელ ფართობად 5133.6 კვ.მ., კომერციულ ფართობად 461.21 კვ.მ., საზაფხულო ფართობად 1246.6 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 2123.1 კვ.მ., დამხმარე ფართობად 153.8 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობად 1146.4 კვ.მ., სამშენებლო მოცულობად 47632.30 კუბ.მ., 0.00 ნიშნულის ზევით 41392.00 კუბ.მ., 0.00 ნიშნულის ქვევით 6240.30 კუბ.მ., შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული სიმაღლედ 42.6 მეტრი, 0.00 ნიშნულის ზევით 37 მეტრი, 0.00 ნიშნულის ქვევით 5.6 მეტრი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის №6828447 ბრძანებით შეთანხმებული -5.60, -2.80 და ±0.00 ნიშნულების გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გეგმებით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის №6828447 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის №6828447 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 7 ოქტომბერი, 2024გადაწყვეტილება7243615 - თანხმობა
- 4 ოქტომბერი, 2024ქალაქის პასუხი
- 1 ოქტომბერი, 2024ფაილები აიტვირთა
- 25 სექტემბერი, 2024ქალაქის პასუხი
- 6 სექტემბერი, 2024ფაილები აიტვირთა
- 23 აგვისტო, 2024ქალაქის პასუხი
- 23 აგვისტო, 2024ფაილები აიტვირთა
- 19 აგვისტო, 2024ქალაქის პასუხი
- 16 აგვისტო, 2024ფაილები აიტვირთა
- 24 ივლისი, 2024ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ნახაზები და საპროექტო ფაილები5
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა