OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ქუჩა გორგასალი , N 73

AR11051138სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება1 აგვისტო, 2024- კრწანისი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
7171141
გადაწყვეტილების თარიღი
9 აგვისტო, 2024
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
რევაზ ტყემალაძე
დეველოპერი (ს/კ)
205339230

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.18.06.019.110
მესაკუთრე
იოჰანან ელიგულა (P/N: 0-1723884-1)
ფართობი
3 661 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11051138
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
1 აგვისტო, 2024
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
3 დღე
ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
3

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 9 აგვისტო, 2024ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 3 ივლისის №7112573 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 1 აგვისტოს №AR11051138 განცხადებით მომართა რევაზ ტყემალაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2024 წლის 3 ივლისის №7112573 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 3 ივლისის №7112573 ბრძანებით, №01.18.06.019.110 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალფუნქციური კომპლექსის (საცხოვრებელი, კომერციული) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. წინამდებარე განცხადებით მოთხოვნილია სამსახურის 2024 წლის 3 ივლისის №7112573 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება, კერძოდ განმცხადებლის განმარტებით ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტში არასწორად არის დაფიქსირებული ღია ავტოსადგომის ფართობი, კერძოდ შეადგენს არა 344.4 კვ.მ-ს არამედ 585.8 კვ.მ-ს. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკურ შეცდომის გასწორებას. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი და შეთანხმებული დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ შეთანხმებულ გენ-გეგმასა და ±0.000 ნიშნულის გეგმაზე დაფიქსირებულია საპროექტო ობიექტისთვის გათვალისწინებული 43 ღია ავტოსადგომი საერთო ფართობით - 585.8 კვ.მ. თუმცა, ტექნიკური შეცდომის შედეგად სამსახურის 2024 წლის 3 ივლისის №7112573 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტში ღია ავტოსადგომის ფართობი არასწორად არის დაფიქსირებული. შესაბამისად, ბრძანებაში შესაძლებელია ტექნიკური შეცდომის გასწორება ღია ავტოსადგომების ჯამურ მაჩვენებელთან დაკავშირებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 3 ივლისის №7112573 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 3 ივლისის №7112573 ბრძანებაში და: 1.1. ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე დაფიქსირდეს ღია ავტოსადგომის 585.8 კვ.მ. ფართობი (№42-№84). 1.2. სამსახურის 2024 წლის 3 ივლისის №7112573 ბრძანებით შეთანხმებული გენ-გეგმა და ±0.000 ნიშნულის გეგმა (14 გვერდი) ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გენ-გეგმითა და ამავე ნიშნულის გასწორებული გეგმით. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 3 ივლისის №7112573 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 3 ივლისის №7112573 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 9 აგვისტო, 2024გადაწყვეტილება7171141 - თანხმობა
  3. 6 აგვისტო, 2024ქალაქის პასუხი
  4. 6 აგვისტო, 2024ფაილები აიტვირთა
  5. 2 აგვისტო, 2024ქალაქის პასუხი
  6. 2 აგვისტო, 2024ფაილები აიტვირთა
  7. 2 აგვისტო, 2024ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები3

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა