OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი, ქიზიყის ქუჩა, N 63

AR11052301სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება8 აგვისტო, 2024- ორხევი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
7173734
გადაწყვეტილების თარიღი
9 აგვისტო, 2024
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ნიკოლოზ გოგეშვილი
დეველოპერი (ს/კ)
406323964

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.19.24.007.108
მესაკუთრე
შპს მოდერნ ჰაუს დეველოპმენტი (406323964)
ფართობი
38 178 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11052301
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
8 აგვისტო, 2024
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
1 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 9 აგვისტო, 2024ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 11 აპრილის №6977628 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 08 აგვისტოს №AR11052301 განცხადებით მომართა ნიკოლოზ გოგეშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 11 აპრილის №6977628 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 11 აპრილის №6977628 ბრძანებით №01.19.24.007.108 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა საწყობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 11 აპრილიდან 2025 წლის 26 თებერვლის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2024 წლის 11 აპრილის №6977628 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, ბრძანებაში მშენებლობის ეტაპები არ ფიქსირდება შეთანხმებული კალენდარული გრაფიკის შესაბამისად და ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 11 აპრილის №6977628 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მეოთხე პუნქტში ტექნიკური შეცდომის შედეგად არასწორად დაფიქსირდა 2023 წლის 21 ნოემბრის №AR11002085 განცხადებაზე წარმოდგენილი, სამსახურის მიერ შეთანხმებული კალენდარული გრაფიკით გათვალისწინებული მშენებლობის ეტაპები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 11 აპრილის №6977628 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 11 აპრილის №6977628 ბრძანებაში და ბრძანების მეოთხე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მშენებლობის ეტაპები განისაზღვროს შემდეგნაირად: 4) შენობის საინჟინრო ქსელების მოწყობა; შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები; 5) მიშენების საძირკვლის მოწყობა ძირითადი კონსტრუქციული ელემენტების მოწყობა შეენობის 0.00 ნიშნულამდე; 6) მიშენების გადახურვის მოწყობა და მოპირკეთება; 7) ტერიტორიის კეთილმოწყობა (გრუნტის მცირე სამუშაოები საჭიროების შემთხვევაში), სამშენებლო ნაგავის გატანა.“ 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 11 აპრილის №6977628 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 11 აპრილის №6977628 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 9 აგვისტო, 2024გადაწყვეტილება7173734 - თანხმობა
  3. 8 აგვისტო, 2024ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა