ქალაქი თბილისი , პეტრე იბერის ქუჩა N22ბ
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 7193273
- გადაწყვეტილების თარიღი
- 26 აგვისტო, 2024
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- გიორგი ქიშმარაია
- ორგანიზაცია
- 38880
- დეველოპერი (ს/კ)
- 405499205
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.10.06.001.177
- მესაკუთრე
- რევაზ შენგელია (P/N: *********49)
- ფართობი
- 900 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.10.06.001.177საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-1
- K1
- 0,7
- K2
- 3,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11052430
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 9 აგვისტო, 2024
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 17 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 26 აგვისტო, 2024ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 26 ივლისის №7151429 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 09 აგვისტოს №AR11052430 განცხადებით მომართა გიორგი ქიშმარიამ და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 26 ივლისის №7151429 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 26 ივლისის №7151429 ბრძანებით №01.10.06.001.177 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე გაიცა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 26 ივლისიდან 2028 წლის 26 ივნისის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. წინამდებარე განცხადებით მოთხოვნილია სამსახურის 2024 წლის 26 ივლისის №7151429 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება და დამკვეთად მიწის ნაკვეთის ძველი მესაკუთრის გიორგი ქიშმარაიას ნაცვლად, ახალი მესაკუთრის შპს „ნიუ ფემილი 1“ (ს/ნ: 405499205) დაფიქსირება. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაციის №892024122713, მომზადების თარიღი: 08/08/2024 წ.) თანახმად, №01.10.06.001.177 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, დღევანდელი მდგომარეობით, წარმოადგენს, შპს „ნიუ ფემილი 1“ (ს/ნ: 405499205). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B24035837; მომზადების თარიღი: 21/03/2024 წ.) შპს „ნიუ ფემილი 1“ (ს/ნ: 405499205) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს გიორგი ქიშმარაია (პ/ნ: 55001006092), შესაბამისად, განმცხადებლის უფლებამოსილება დგინდება. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 97-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემის ბოლო სტადიაზე მშენებლობის ნებართვის მაძიებელი/მშენებლობის ნებართვის მფლობელი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთის ან მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობანაგებობის ან მისი ნაწილის მესაკუთრე, მოსარგებლე ან მის/მათ მიერ უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლო განვითარების ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ვინაიდან, დღევანდელი მდგომარეობით №01.10.06.001.177 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ნიუ ფემილი 1“ (ს/ნ: 405499205), რომლის ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის გიორგი ქიშმარაია (პ/ნ: 55001006092) თავად მომართავს სამსახურს დამკვეთის ცვლილებასთან დაკავშირებით, სამსახური მიზანშეწონილად მიიჩნევს მის მიერ გამოცემულ 2024 წლის 26 ივლისის №7151429 ბრძანებაში ცვლილების შეტანას და დამკვეთად შპს „ნიუ ფემილი 1“ (ს/ნ: 405499205) დაფიქსირებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ თანახმად, ვბრძანებ: 1. შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 26 ივლისის №7151429 ბრძანებაში და დამკვეთად გიორგი ქიშმარაიას (პ/ნ: 55001006092) ნაცვლად დაფიქსირდეს შპს „ნიუ ფემილი 1“ (ს/ნ: 405499205). 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 26 ივლისის №7151429 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 26 ივლისის №7151429 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 26 აგვისტო, 2024გადაწყვეტილება7193273 - თანხმობა
წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა