OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , გამზირი მოსკოვი , N 13

AR11053479სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება15 აგვისტო, 2024
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
7189820
გადაწყვეტილების თარიღი
21 აგვისტო, 2024
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ვერიკო ბაბუციძე
დეველოპერი (ს/კ)
405000207

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.17.12.003.236
მესაკუთრე
შპს "ჯეი5" (405080013)
ფართობი
1 826 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11053479
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
15 აგვისტო, 2024
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
6 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 21 აგვისტო, 2024ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 09 აგვისტოს №7174147 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 15 აგვისტოს №AR11053479 განცხადებით მომართა ვერიკო ბაბუციძემ და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 09 აგვისტოს №7174147 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 09 აგვისტოს №7174147 ბრძანებით შეთანხმდა №01.17.12.003.236 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (სახლი №15; ნაკვეთი №15) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 09 აგვისტოდან 2025 წლის 09 მარტის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2024 წლის 09 აგვისტოს №7174147 ბრძანებაში სახლი №15-თვის დაფიქსირდეს 24 ღია ავტოსადგომი საერთო ფართობით 359.4 კვ.მ. განმცხადებელი, ასევე, ითხოვს საზაფხულო ფართობად 379.2 კვ.მ-ის ნაცვლად 384.8 კვ.მ-ის, ხოლო, საერთო ფართობად 4069.5 კვ.მ-ის ნაცვლად 4075.1 კვ.მ-ის დაფიქსირებას. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 09 აგვისტოს №7174147 ბრძანებით შეთანხმებული ავტოსადგომების გადანაწილების სქემის და 0.00 ნიშნულის გეგმის მიხედვით სახლი №15-თვის გათვალისიწინებულია 24 ღია ავტოსადგომი, რომელთა საერთო ფართობი შეადგენს 359.4 კვ.მ.-ს. აქვე, სამსახური განმარტავს, რომ სახლი №8-თვის განკუთვნილი ღია ავტოსადგომების ფართობი დაფიქსირებულია სამსახურის 2023 წლის 14 დეკემბრის №6805606 ბრძანებაში, აღნიშნული ბრძანებით შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი №8-ის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი საზაფხულო ფართობი შეადარა შეთანხმებულ გეგმა-ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი საზაფხულო ფართობი არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. სამსახურმა, ასევე, დაადგინა, რომ წარმოდგენილი გეგმები არ იცვლება, აღნიშნულ გეგმებზე ხდება მხოლოდ საზაფხულო ფართობების დაზუსტება. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 09 აგვისტოს №7174147 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 09 აგვისტოს №7174147 ბრძანებაში და: 1.1.ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საერთო ფართობად დაფიქსირდეს 4075.1 კვ.მ., საზაფხულო ფართობად 384.8 კვ.მ. 1.2. ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად დაფიქსირდეს სახლი №15-თვის გათვალისიწინებული 24 ღია ავტოსადგომის ფართობი 359.4 კვ.მ. 2.ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 09 აგვისტოს №7174147 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი გეგმებით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 09 აგვისტოს №7174147 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 09 აგვისტოს №7174147 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 21 აგვისტო, 2024გადაწყვეტილება7189820 - თანხმობა
  3. 15 აგვისტო, 2024ფაილები აიტვირთა

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა