ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, ასმათის ქუჩა, N 32
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 7199215
- გადაწყვეტილების თარიღი
- 30 აგვისტო, 2024
- შედეგი
- სხვა
- მშენებლობის ვადა
- 1 ივლისი, 2024 – 1 სექტემბერი, 2025
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- გიორგი ბარამიძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 405294319
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.72.14.037.047
- მესაკუთრე
- თამაზ ქობელაშვილი (P/N: *********22)
- ფართობი
- 1 440 მ²
- დანიშნულება
- სასოფლო-სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.72.14.037.047საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-5
- K1
- 0,5
- K2
- 2,1
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11054452
- სტატუსი
- განუხილველი
- რეგისტრაცია
- 22 აგვისტო, 2024
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 8 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 11 სექტემბერი, 2024ვადა გაგრძელდა15 დღით, ახალი ვადა: 4 ნოემბერი, 2024
- 30 აგვისტო, 2024ქალაქის პასუხი
2024 წლის 22 აგვისტოს №AR11054452 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 22 აგვისტოს №AR11054452 განცხადებით მომართა გიორგი ბარამიძემ და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 01 ივლისის №7108310 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 01 ივლისის №7108310 ბრძანებით №01.72.14.037.047 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 1 ივლისიდან 2025 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით. განცხადებელი ითხოვს ±0.000 და +2.460 ნიშნულების გეგმებზე ექსპლიკაციაში მიეთითოს ბინისა და ანტრესოლის ფართობები. ამასთან, ითხოვს საზაფხულო ფაღთობად 285.61 კვ.მ-ის ნაცვლად 284.12 კვ.მ-ის დაფიქსირებას. საპროექტო დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ საცხოვრებელი და საზაფხულო ფართობები მეტობითაა დაანგარიშებული. განგიმარტავთ, რომ სამყოფისათვის ფართობი განისაზღვრება მის შემომსაზღვრელ კედლებს შორის არსებული იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის ფართობით, მათ შორის არსებული საყრდენი კედლებისა და კოლონების ფართობის გარეშე (ბინის ფართობში არ იანგარიშება ასევე საყრდენ კედლებში და ბინის შემომსაზღვრელ კედლებში არსებული ღიობები, ბინაში არსებული იატაკის სხვადასხვა დონეების დამაკავშირებელი შიდა კიბე და მისი ბაქანი). აღნიშნულის გათვალისწინებით შესწორდეს გეგმებზე საცხოვრებელი და საზაფხულო ფართის ფართობები გეგმებზე. ამასთან, დაზუსტდეს საცხოვრებელი, საზაფხულო და საერთო ფართობები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა დაზუსტდეს მოთხოვნა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განახლებული დოკუმენტაციის წარმოდგენა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დაევალოს განმცხადებელს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში: 1.1 დააზუსტოს მოთხოვნა საცხოვრებელ, საზაფხულო და საერთო ფართობებთან დაკავშირებით. 1.2 წარმოადგინოს სამსახურის 2024 წლის 01 ივლისის №7108310 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული გეგმების იდენტური გეგმები (გეგმარების შეცვლის გარეშე), დაზუსტებული საცხოვრებელი და საზაფხულო ფართობების დატანით. 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში 2024 წლის 22 აგვისტოს №AR11054452 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 30 აგვისტო, 2024გადაწყვეტილება7199215 - სხვა
- 22 აგვისტო, 2024ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- napr ganaxlebuli gegmebi ipo. mind.zipგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა