ქალაქი თბილისი , ქუჩა სანდრო ეული , N 5ა , (ნაკვეთი 06/037)
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 7211768
- გადაწყვეტილების თარიღი
- 10 სექტემბერი, 2024
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- გიორგი ბერიშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 405372109
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.14.05.006.091
- მესაკუთრე
- შპს "არეა" (405372109)
- ფართობი
- 1 659 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.14.05.006.091საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-1
- K1
- 0,7
- K2
- 3,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11055786
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 2 სექტემბერი, 2024
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 8 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 2
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 10 სექტემბერი, 2024ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 08 აპრილის №5888606 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 02 სექტემბერს №AR11055786 განცხადებით მომართა გიორგი ბერიშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2022 წლის 08 აპრილის №5888606 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 8 აპრილის №5888606 ბრძანებით, №01.14.05.006.091 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2022 წლის 8 ივლისის №6027143 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 08 ივლისიდან 2025 წლის 08 ივლისის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. სამსახურის 2024 წლის 08 აგვისტოს №7171036 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 8 აპრილის №5888606 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდა 2167.6 კვ.მ., საოფისე ფართობად - 1466.2 კვ.მ., სასაწყობე ფართობად - 379.0 კვ.მ., დამხმარე ფართობად - 149.1 კვ.მ., საერთოფართობად - 7128.1 კვ.მ. ამასთან, სამსახურის 2022 წლის 8 აპრილის №5888606 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული გეგმები ჩანაცვლდა 2024 წლის 30 ივლისის №AR11050573 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი გასწორებული არქიტექტურული გეგმებით. განმცხადებელი წინამდებარე განცხადებით ითხოვს ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საზაფხულო ფართობად 691.8 კვ.მ-ის ნაცვლად 692.8 კვ.მ-ის, ხოლო საერთო ფართობად 7009.8 კვ.მ-ის ნაცვლად 6749.6 კვ.მ-ის დაფისირებას. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი არქიტექტურული გეგმები და შეცვლილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, შეთანხმებული არქიტექტურული გეგმები არ იცვლება, უბრალოდ ხდება წარმოდგენილ ფართობების დაზუსტება. სამსახურმა ასევ დაადგინა, რომ შენობა-ნაგებობის საერთო ფართობი შეადგენს 7128.6 კვ.მ-ს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 08 აპრილის №5888606 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 08 აპრილის №5888606 ბრძანებაში და ტექნიკურ - ეკონომიკურ მაჩვენებლებში საზაფხულო ფართობად დაფიქსირდეს 692.3 კვ.მ., საერთო ფართობად 7128.6 კვ.მ. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 08 აპრილის №5888606 ბრძანებით შეთანხმებული -1, III, IV, V, VI და XII სართულის არქიტექტურული გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული ამავე ნიშნულების არქიტექტურული გეგმებით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 08 აპრილის №5888606 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 08 აპრილის №5888606 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 10 სექტემბერი, 2024გადაწყვეტილება7211768 - თანხმობა
- 9 სექტემბერი, 2024ქალაქის პასუხი
- 9 სექტემბერი, 2024ფაილები აიტვირთა
- 2 სექტემბერი, 2024ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა