ქალაქი თბილისი, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა, N 52
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 7218124
- გადაწყვეტილების თარიღი
- 17 სექტემბერი, 2024
- შედეგი
- თანხმობა
- მშენებლობის ვადა
- 26 სექტემბერი, 2023 – 26 სექტემბერი, 2025
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ილია ხავთასი
- დეველოპერი (ს/კ)
- 405427765
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.10.08.006.698
- მესაკუთრე
- შპს "კომპანია ჯაოკენი ბილდინგ" (404566947)
- ფართობი
- 5 860 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.10.08.006.698საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-1
- K1
- 0,7
- K2
- 3,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11056846
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 10 სექტემბერი, 2024
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 7 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 17 სექტემბერი, 2024ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 26 სექტემბრის №6679883 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 10 სექტემბრის №AR11056846 განცხადებით მომართა ილია ხავთასმა და მოითხოვა სამსახურის 2023 წლის 26 სექტემბრის №6679883 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 03 თებერვლის №6312548 ბრძანებით №01.10.08.006.698 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2023 წლის 26 სექტემბრის №6679883 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 26 სექტემბრიდან 2025 წლის 26 სექტემბრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 26 სექტემბრის №6679883 ბრძანებით შეთანხმებულ მშენებლობის ორგანიზების პროექტში და კალენდარულ გრაფიკში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, მე-5 ეტაპში, ჩანაწერის: „ძირითადი კარკასის მონტაჟი +25.150 საპროექტო ნიშნულამდე (არამზიდი კონსტრუქციების გამოკლებით)“ ნაცვლად უნდა ეწეროს „ძირითადი კარკასის მონტაჟი +25.050 საპროექტო ნიშნულამდე (არამზიდი კონსტრუქციების გამოკლებით)“. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შესწორებული მშენებლობის ორგანიზების კალენდარულ გრაფიკი შეადარა სამსახურის 2023 წლის 03 თებერვლის №6312548 ბრძანებით შეთანხმებულ საპროექტო დოკუმენტაციას და დაადგინა რომ მშენებლობის ორგანიზების პროექტში და კალენდარულ გრაფიკში, ისევე როგორც სამსახურის 2023 წლის 26 სექტემბრის №6679883 ბრძანებაში არასწორად დაფიქსირდა „+25.150“ ნიშნული. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 26 სექტემბრის №6679883 ბრძანებაში და: 1.1 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის მე-5 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. „ძირითადი კარკასის მონტაჟი +25.050 საპროექტო ნიშნულამდე (არამზიდი კონსტრუქციების გამოკლებით).“. 1.2 აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული მშენებლობის ორგანიზების პროექტი და კალენდარული გრაფიკი ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი მშენებლობის ორგანიზების პროექტით და კალენდარულ გრაფიკით. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 26 სექტემბრის №6679883 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 26 სექტემბრის №6679883 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 17 სექტემბერი, 2024გადაწყვეტილება7218124 - თანხმობა
- 10 სექტემბერი, 2024ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- მოპ_698.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა