OpenCAD
განუხილველი

ქალაქი თბილისი , ქუჩა ლომაურის , N 3-ის მიმდებარედ

AR11057020ახალი მშენებლობამრავალბინიანი11 სექტემბერი, 2024- ავლაბარი
სიმაღლე
21 მ

მაჩვენებლები მოცემულია ისე, როგორც განმცხადებელმა ფორმაში შეიტანა; არ არის გადამოწმებული.

გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
7256316
გადაწყვეტილების თარიღი
18 ოქტომბერი, 2024
შედეგი
სხვა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ვლადიმერ აბრამიშვილი
დეველოპერი (ს/კ)
405637967

მონაწილეები

  • მთავარი არქიტექტორი
    სახელი
    რევაზ ქეშელაშვილი
    პირადი ნომერი
    *********69
    ორგანიზაცია
    შპს დემარკი
    საიდენტიფიკაციო კოდი
    205196759

პირები, რომლებიც განმცხადებელმა განაცხადის ფორმაში მიუთითა.

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.17.01.038.023
მესაკუთრე
შპს რივერ ინვესტი (405637967)
ფართობი
1 424 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11057020
სტატუსი
განუხილველი
რეგისტრაცია
11 სექტემბერი, 2024
სახეობა
ახალი მშენებლობა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
9 დღე
ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
3

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 18 ოქტომბერი, 2024ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსარუმა განიხილა თქვენ მიერ ელექტრონულად ატვირთული 2024 წლის 11 სექტემბრის AR11057020 განცხადება, რომელიც ეხება ქ. თბილისში, ლომაურის ქ. N3-ის მიმდებარედ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ესკიზის წინასწარი შეთანხმების საკითხს. „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოებისნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 მარტის N137 დადგენილების, ,,საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსგან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილების დელეგირების თაობაზე’’ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის N91 განკარგულებით დამტკიცებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების, „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტისმ სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურულიმმემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მსაკრებულოს 2015 წლის 17 აპრილის N9-34 დადგენილების თანახმად საკითხი განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ (ოქმი N38, 10.10.2024 წ.), რომლის გადაწყვეტილების საფუძველზეც აღნიშნულ საკითხს მიეცა დადებითი შეფასება. გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში გმოვლინდა ხარვეზები, კერძოდ: 1. სამსახუხრის მიერ 2023 წლის 07 მარტის AR1952749 განცხადების საფუძველზე, 29/05/2023 წლის № 6481237 ბრძანებით 01.17.01.038.012 საკადასტრო ერთეულზე გაიცა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები სასტუმროს განთავსების მიზნით. თქვენ მიერ წარმოდგენილია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ესკიზური პროექტი. საჭიროა დაზუსტდეს მოთხოვნა და შენობის ფუნქცია. იმ შემთხვევაში, თუ იცვლება შენობის ფუნქცია, საჭიროა პირველ ეტაპზე შევიდეს ცვლილება მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში. ასევე განგიმარტავთ, რომ, განსახილველ ტერიტორიაზე (ს/კ N01.17.01.038.023) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის N39-18 დადგენილებით დამტკიცებული ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის'' გრაფიკული ნაწილის, რუკის მიხედვით ვრცელდება საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2 (სსზ–2) „ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილების დანართი 1-ით განსაზღვრულია ძირითადი და სპეციალური „ზონალური ნებართვით“ დაშვებული სახეობები, რომლის მიხედვითაც განაშენიანების სსზ-2-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსებას ესაჭიროება სპეციალური (ზონალური) შეთანხმება. აქედან გამომდინარე საჭიროა მიმართოთ ქ. თბილისის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს და განცხადება ატვირთოთ საიტზე: https://urban.tbilisi.gov.ge შესაბამის ნომენკლატურაში; 2. ვინაიდან შეცვლილია საპროექტო მიწის ნაკვეთის საკადატრო კოდი, საზღვრები და ფართობი, საჭიროა პირველ ეტაპზე შევიდეს ცვლილება მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში; 3. არ არის წარმოდგენილი “მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის N255 დადგენილების შესაბამისად შესრულებული სრულყოფილი ესკიზური პროექტი; 4. დამატებით წარმოდგენილი იქნეს სიმაღლიოს განსაზღვრის სქემა; 5. წარმოდგენილი იქნე ფოტომონტაჟები რეალურ განაშენანებაში ჩვენებით, მასალის, ზომები, ნიშნულების მითითებით; 6. დამატებით წარმოდგენილ იქნას საპროექტო და მომიჯნავე შენობა-ნაგებობის ფასადების ესკიზური განშლები (მომიჯნავე შენობების ფასადები შესაძლებელია დატანილ იქნას მხოლოდ კონტურების სახით) , რომელზეც დატანილი იქნება აბსოლიტური ნიშნულები როგორც ყველაზე დაბალ, ასევე ყველაზე მაღალ წერტილებში; 7. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დცვის საქალაქო სამსახურის 2023 წლის 23 მაისის N 18-01231433171 გადაწყვეტილების მიხედვით 1 ძირი მწვანე ნარგავი - თუთა N4(D=51 სმ) უნდა შენარჩუნდეს არსებული ფორმით. გათვალისწინებული იქნეს აღნიშნული. გაცნობებთ, რომ ხარვეზების გამოსწორებისთვის გეძლევათ 15 სამუშაო დღე. მოცემულ ვადაში ხარვეზების შეუსრულებლობის შემთხვევაში განცხადება დარჩება განუხილველი. აქვე გაცნობებთ, არასრულყოფილი დოკუმენტაციის გამო სამსახური ამ ეტაპზე სრულად ვერგიდგენთ ყველა შესაძლო ხარვეზს. იმ შემთხვევაში თუ თქვენი მხრიდან არ მოხდება სამსახურის მიერ დადგენილი ხარვეზების სრულყოფილად გამოსწორება და მოთხოვნილი დოკუმენტაციის სრულყოფილი სახით წარმოდგენა, აღნიშნული განაცხადი დარჩება განუხილველი.

    მეტის ჩვენება
  2. 18 ოქტომბერი, 2024გადაწყვეტილება7256316 - სხვა
  3. 9 ოქტომბერი, 2024ქალაქის პასუხი
  4. 9 ოქტომბერი, 2024ფაილები აიტვირთა
  5. 2 ოქტომბერი, 2024ქალაქის პასუხი
  6. 2 ოქტომბერი, 2024ფაილები აიტვირთა
  7. 2 ოქტომბერი, 2024ფაილები აიტვირთა
  8. 11 სექტემბერი, 2024ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები5

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა