ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, სტრაბონის ქუჩა, N 36
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 7261040
- გადაწყვეტილების თარიღი
- 23 ოქტომბერი, 2024
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ირაკლი გაჩეჩილაძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 205342182
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.72.14.040.703
- მესაკუთრე
- ე.ს. ამხანაგობა კედელი (205342182)
- ფართობი
- 457 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 2 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.72.14.040.703საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-1
- K1
- 0,7
- K2
- 3,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11057286
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 12 სექტემბერი, 2024
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 1 დღე
- ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 6
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 23 ოქტომბერი, 2024ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 3 სექტემბრის №7202372 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 12 სექტემბერს №AR11057286 განცხადებით მომართა ირაკლი გაჩეჩილაძემ და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 3 სექტემბრის №7202372 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 3 სექტემბრის №7202372 ბრძანებით, №01.72.14.040.703 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 3 სექტემბრიდან 2026 წლის 3 სექტემბრის ჩათვლით. წარმოდგენილი განცხადებით, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილია სამსახურის 2024 წლის 3 სექტემბრის №7202372 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ღია ავტოსადგომის - 77.0 კვ.მ. ფართობის დაფიქსირება. ამასთან, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში გამორჩენილი ავტოსადგომის 211.05 კვ.მ. ფართობის დამატება. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ±0.000 ნიშნულის გეგმა და გასწორებული მაჩვენებლები ავტოსადგომების მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულს დაადგინა, რომ საპროექტო ობიექტისთვის გათვალისწინებულია 5 ღია ავტოსადგომი საერთო ფართობით 77.0 კვ.მ. შესაბამისად, სამსახურის 2024 წლის 3 სექტემბრის №7202372 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ღია ავტოსადგომის ფართობად შესაძლებელია დაფიქსირდეს - 77.0 კვ.მ. ამასთან, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში გამორჩენილი ავტოსადგომის 211.05 კვ.მ. ფართობის დამატება გამოიწვევს მთლიანი საპროექტო შენობა-ნაგებობის საერთო ფართობის დაზუსტებასაც და 1731.99 კვ.მ-ის ნაცვლად შეადგენს 1943.04 კვ.მ-ს. აგრეთვე, შეთანხმებული ±0.000 ნიშნულის გეგმა არ იცვლება, უბრალოდ ხდება წარმოდგენილ ამავე ნიშნულის გეგმაზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 3 სექტემბრის №7202372 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 3 სექტემბრის №7202372 ბრძანებაში და: 1.1. ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ღია ავტოსადგომის ფართობად დაფიქსირდეს 77.0 კვ.მ. 1.2. ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაემატოს გამორჩენილი ავტოსადგომის 211.05 კვ.მ. ფართობი და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საერთო ფართობად დაფიქსირდეს 1943.04 კვ.მ. 2. სამსახურის 2024 წლის 3 სექტემბრის №7202372 ბრძანებით შეთანხმებული ±0.000 ნიშნულის გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გასწორებული გეგმით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 3 სექტემბრის №7202372 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 3 სექტემბრის №7202372 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 23 ოქტომბერი, 2024გადაწყვეტილება7261040 - თანხმობა
- 22 ოქტომბერი, 2024ქალაქის პასუხი
- 22 ოქტომბერი, 2024ფაილები აიტვირთა
- 11 ოქტომბერი, 2024ქალაქის პასუხი
- 11 ოქტომბერი, 2024ფაილები აიტვირთა
- 2 ოქტომბერი, 2024ქალაქის პასუხი
- 2 ოქტომბერი, 2024ფაილები აიტვირთა
- 28 სექტემბერი, 2024ქალაქის პასუხი
- 28 სექტემბერი, 2024ფაილები აიტვირთა
- 23 სექტემბერი, 2024ქალაქის პასუხი
- 23 სექტემბერი, 2024ფაილები აიტვირთა
- 12 სექტემბერი, 2024ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ნახაზები და საპროექტო ფაილები1
- გეგმა 0.00.pdfგახსნა ↗
თანხმობები და ბრძანებები1
- თანხმობა.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა