OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი, ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩა, N 5

AR11057365სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება13 სექტემბერი, 2024
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
7221439
გადაწყვეტილების თარიღი
19 სექტემბერი, 2024
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ნინო ფარცხალაძე
დეველოპერი (ს/კ)
405137766

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.14.03.042.416
მესაკუთრე
ცისანა ქობულაძე (P/N: *********20)
ფართობი
1 800 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11057365
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
13 სექტემბერი, 2024
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
6 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 19 სექტემბერი, 2024ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 3 სექტემბრის №7203798 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 13 სექტემბერს №AR11057365 განცხადებით მომართა ნინო ფარცხალაძემ და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 3 სექტემბრის №7203798 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 3 სექტემბრის №7203798 ბრძანებით, №01.14.03.042.416 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 3 სექტემბრიდან 2024 წლის 3 ნოემბრის ჩათვლით. წარმოდგენილი განცხადებით, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილია სამსახურის 2024 წლის 3 სექტემბრის №7203798 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება, კერძოდ, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად 3336.1 კვ.მ-ის ნაცვლად 3336.09 კვ.მ-ის, ხოლო საერთო ფართობად 7790.65 კვ.მ-ის ნაცვლად 7790.64 კვ.მ-ის დაფიქსირება. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გასწორებული +25.50 ნიშნულის გეგმა და საცხოვრებელი ფართობი შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი საცხოვრებელი და შესაბამისად, საერთო ფართობების არასწორი დაჯამების გამო. ამასთან, შეთანხმებული +25.50 ნიშნულის გეგმა არ იცვლება, უბრალოდ ხდება წარმოდგენილ +25.50 ნიშნულის გეგმაზე საცხოვრებელი ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 3 სექტემბრის №7203798 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 3 სექტემბრის №7203798 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს 3336.09 კვ.მ., საერთო ფართობად - 7790.64 კვ.მ. 2. სამსახურის 2024 წლის 3 სექტემბრის №7203798 ბრძანებით შეთანხმებული +25.50 ნიშნულის გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გასწორებული გეგმით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 3 სექტემბრის №7203798 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 3 სექტემბრის №7203798 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 19 სექტემბერი, 2024გადაწყვეტილება7221439 - თანხმობა
  3. 13 სექტემბერი, 2024ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა