ქალაქი თბილისი, ალიო მირცხულავას ქუჩა, N 9ა
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 7237488
- გადაწყვეტილების თარიღი
- 3 ოქტომბერი, 2024
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- მარიამი ჭულუხაძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 405160819
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.13.04.017.411
- მესაკუთრე
- შპს "სვეტი დეველოპმენტი" (404505576)
- ფართობი
- 1 337 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.13.04.017.411საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- სამრეწველო
- ქვეზონა
- s-1
- K1
- 0
- K2
- 0
- სამრეწველო ზონა: ქალაქის რუკა ამ ტიპის ზონისთვის K2-ს არ გვაძლევს (0 ნიშნავს „არ არის გამოქვეყნებული“, არა აკრძალვას). გადაამოწმეთ ზონირების რეგულაცია.
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11058137
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 19 სექტემბერი, 2024
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 2 დღე
- ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 3
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 3 ოქტომბერი, 2024ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 17 სექტემბრის №7219810 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 19 სექტემბრის №AR11058137 განცხადებით მომართა მარიამ ჭულუხაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2024 წლის 17 სექტემბრის №7219810 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 17 სექტემბრის №7219810 ბრძანებით N01.13.04.017.411 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (სექტორი 5; ბლოკი N8) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 17 სექტემბრიდან 2025 წლის 17 სექტემბრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2024 წლის 17 სექტემბრის №7219810 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, მშენებლობის ვადა „2024 წლის 17 სექტემბრიდან 2025 წლის 17 სექტემბრის ჩათვლით“-ს ნაცვლად დაფიქსირდა „2024 წლის 11 სექტემბრიდან 2024 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით“. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ 2024 წლის 29 მარტის №AR11026545 განცხადებით მშენებლობის განხორციელების კალენდარული გრაფიკი წარმოდგენილი იქნა 12 (თორმეტი) თვეზე. შესაბამისად, სამსახურის 2024 წლის 17 სექტემბრის №7219810 ბრძანებით მშენებლობის ვადა უნდა განსაზღვრულიყო 2024 წლის 17 სექტემბრიდან 2025 წლის 17 სექტემბრის ჩათვლით. თუმცა, ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის შედეგად მშენებლობის ვადა არასწორად დაფიქსირდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა სამსახურის 2024 წლის 17 სექტემბრის №7219810 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 17 სექტემბრის №7219810 ბრძანებაში და: 1.1 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2024 წლის 17 სექტემბრიდან 2025 წლის 17 სექტემბრის ჩათვლით.“. 1.2 აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული მშენებლობის ორგანიზების კალენდარული გრაფიკი ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული მშენებლობის ორგანიზების კალენდარული გრაფიკით. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 17 სექტემბრის №7219810 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 17 სექტემბრის №7219810 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 3 ოქტომბერი, 2024გადაწყვეტილება7237488 - თანხმობა
- 2 ოქტომბერი, 2024ქალაქის პასუხი
- 1 ოქტომბერი, 2024ფაილები აიტვირთა
- 27 სექტემბერი, 2024ქალაქის პასუხი
- 27 სექტემბერი, 2024ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა