OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი, გიორგი გურამიშვილის ქუჩა, N 10

AR11061221სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება9 ოქტომბერი, 2024
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
7253664
გადაწყვეტილების თარიღი
17 ოქტომბერი, 2024
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ლიანა ერაძე
დეველოპერი (ს/კ)
204878542

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.18.09.003.115
მესაკუთრე
შპს "სპორტმშენსერვისი" (204878542)
ფართობი
10 629 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11061221
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
9 ოქტომბერი, 2024
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
8 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 17 ოქტომბერი, 2024ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 08 ოქტომბრის №7243768 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 09 ოქტომბრის №AR11061221 განცხადებით მომართა ლიანა ერაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2024 წლის 08 ოქტომბრის №7243768 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 19 ოქტომბრის №6718288 ბრძანებით №01.18.09.003.031 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა ღია ამფითეატრისა და დამხმარე სათავსოს რეკონსტრუქციის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 19 ოქტომბრიდან 2024 წლის 29 აპრილის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. სამსახურის 2024 წლის 02 აპრილის №6963411 და 2024 წლის 08 ოქტომბრის №7243768 ბრძანებებით ცვლილება შევიდა სამსახურის 2023 წლის 19 ოქტომბრის №6718288 ბრძანებაში და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 08 ოქტომბრიდან 2025 წლის 8 აპრილის ჩათვლით“. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2024 წლის 08 ოქტომბრის №7243768 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, მშენებლობის ვადა „2024 წლის 08 ოქტომბრიდან 2025 წლის 8 აპრილის ჩათვლით“-ს ნაცვლად დაფიქსირდა „2024 წლის 08 ოქტომბრიდან 2025 წლის 8 ოქტომბრის ჩათვლით“. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ 2024 წლის 01 ოქტომბრის №AR11059887 განცხადებით მშენებლობის განხორციელების კალენდარული გრაფიკი წარმოდგენილი იქნა 6 (ექვსი) თვეზე. შესაბამისად, 2024 წლის 08 ოქტომბრის №7243768 ბრძანებით მშენებლობის ვადა უნდა განსაზღვრულიყო 2024 წლის 08 ოქტომბრიდან 2025 წლის 8 აპრილის ჩათვლით. თუმცა, ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის შედეგად მშენებლობის ვადა არასწორად დაფიქსირდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა სამსახურის 2024 წლის 08 ოქტომბრის №7243768 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 08 ოქტომბრის №7243768 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2024 წლის 08 ოქტომბრიდან 2025 წლის 8 აპრილის ჩათვლით.“. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 08 ოქტომბრის №7243768 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 19 ოქტომბრის №6718288, 2024 წლის 02 აპრილის №6963411 და 2024 წლის 08 ოქტომბრის №7243768 ბრძანებებთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 17 ოქტომბერი, 2024გადაწყვეტილება7253664 - თანხმობა

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა