OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი, ლევან დევდარიანის III შესახვევი, N 16

AR11061645სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება11 ოქტომბერი, 2024- ლილო
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
7257361
გადაწყვეტილების თარიღი
21 ოქტომბერი, 2024
შედეგი
თანხმობა
მშენებლობის ვადა
5 ივნისი, 2023 – 5 ივნისი, 2024
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
გიორგი კირკიტაძე
დეველოპერი (ს/კ)
245565669

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
81.08.17.854
მესაკუთრე
გარი პოგოსიან (P/N: *********11)
ფართობი
3 250 მ²
დანიშნულება
სასოფლო-სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11061645
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
11 ოქტომბერი, 2024
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
10 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 21 ოქტომბერი, 2024ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 05 ივნისის №6492329 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 11 ოქტომბრის №AR11061645 განცხადებით მომართა გიორგი კირკიტაძემ და მოითხოვა სამსახურის 2023 წლის 05 ივნისის №6492329 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 05 ივნისის №6492329 ბრძანებით №81.08.17.854 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა საწყობის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 5 ივნისიდან 2024 წლის 5 ივნისის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 05 ივნისის №6492329 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, სამსახურის 2023 წლის 05 ივნისის №6492329 ბრძანებაში და ამავე ბრძანებით შეთანხმებულ მშენებლობის ორგანიზების კალენდარული გრაფიკში დაფიქსირებული მშენებლობის ეტაპები ერთმანეთთან შეუსაბამოა. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია. კერძოდ, სამსახურის 2023 წლის 05 ივნისის №6492329 ბრძანებაში, ტექნიკური შეცდომის შედეგად, არასწორად დაფიქსირდა ამავე ბრძანებით შეთანხმებულ მშენებლობის ორგანიზების კალენდარულ გრაფიკში მითითებული მშენებლობის ეტაპები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 05 ივნისის №6492329 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მშენებლობის ეტაპები განისაზღვროს შემდეგნაირად: I რიგი - მშენებლობის განხორციელების მოსამზადებელი სამუშაოები: 1) მოსამზადებელი სამუშაოები (სამშენებლო მოედნის მოწესრიგება, საჭიროებისამებრ საინჟინრო კომუნიკაციების გადატანა); 2) შენობა-ნაგებობის გრუნტზე დაკვალვა და ძირითადი ღერძების დაფიქსირება; II რიგი - მშენებლობის განხორციელების ძირითადი სამუშაოები: 1) შენობა-ნაგებობების მიწის სამუშაოები, შენობა-ნაგებობების ფუძის მოწყობის სამუშაოები და შენობა-ნაგებობების საძირკვლის მოწყობის სამუშაოები. 2) ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა შენობა-ნაგებობის ნულოვან ნიშნულამდე, შენობა-ნაგებობის ნულოვანი ნიშნულიდან ძირითადი კონსტრუქციული სისტემის (არამზიდი კონსტრუქციების გამოკლებით) მოწყობა, შენობა-ნაგებობების სახურავისა და გადახურვის მოწყობა და არამზიდი კონსტრუქციების მოწყობა; 3) შენობა-ნაგებობების ლოკალური საერთო სარგებლობის საინჟინრო-ტექნიკური ქსელების მოწყობა, შენობა-ნაგებობების გარე მოსაპირკეთებელი სამუშაოები და მიწის ნაკვეთის კეთილმოწყობის სამუშაოები. გაითვალისწინეთ: მშენებლობის ნებართვის მფლობელი (დამკვეთი) ვალდებულია “მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად შეადგინოს მშენებლობის (ზედამხედველობის) ეტაპის დასრულების ოქმი და სამშენებლო/სანებართვო პირობებით დადგენილი მორიგი ეტაპის დასრულებამდე წერილობითი სახით წარადგინოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობა წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და იწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას - დაჯარიმებას.“. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 05 ივნისის №6492329 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 05 ივნისის №6492329 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 21 ოქტომბერი, 2024გადაწყვეტილება7257361 - თანხმობა
  3. 11 ოქტომბერი, 2024ფაილები აიტვირთა
  4. 11 ოქტომბერი, 2024ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

თანხმობები და ბრძანებები1

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა