OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ქუჩა კაირო , N 42

AR1106274სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება30 იანვარი, 2013
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
551635
გადაწყვეტილების თარიღი
18 თებერვალი, 2013
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
თინათინ მამულაშვილი
დეველოპერი (ს/კ)
204931164

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.19.22.008.055
მესაკუთრე
შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა - ქართული ბიოგრაფიული ცენტრი" (204931164) (204931164)
ფართობი
6 770 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

დოკუმენტი

ნომერი
AR1106274
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
30 იანვარი, 2013
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
19 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 18 თებერვალი, 2013ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მერიის სსიპ-არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 14 სექტემბრის #01/2746 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მერიის სსიპ-არქიტექტურის სამსახურს 2013 წლის 30 იანვარს #AR1106274 განცხადებით მომართა მოქ. თინათინ მამულაშვილმა და მოითხოვა არქიტექტურულ პროექტის შეთანხმების შესახებ 2011 წლის 14 სექტემბრის #01/2746 ბრძანებაში, ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების მითითების ნაწილში, ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ–არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 14 სექტემბრის #01/2746 ბრძანებით ქ. თბილისში, კაიროს ქ. #42-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა სასაწყობე შენობა–ნაგებობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი გაიცა მშენებლოს ნებართვა. განმცხადებელი მიუთითებს, რომ საერთო ფართში შემავალი ფართების დაჯამების დროს დაშვებული იქნა ტექნიკური შეცდომა, რამაც გამოიწვია ცდომილება საერთო ფართის მითითების დროს. სამსახურმა გადაამოწმა შეთახმებული არქიტექტურული პროექტი და დაადგინა, რომ ტექნიკური შეცდომა იქნა დაშვებული სხვადასხვა სართულზე არსებული ფართების დაჯამების დროს, რამაც გამოიწვია ცდომილება საერთო ფართში. შეთანხმებული აქტის მიხედით საერთო ფართი 942.99 კვ.მ.-ს ნაცვლად შეადგენს 932.10 კვ.მ.-ს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის ნიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები, შეიტანოს ცვლილება და დამატება. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით და ვინაიდან საერთო ფართში შემავალი ფართების მითითების დროს დაშვებული იყო ტექნიკური შეცდომა, რამაც გამოიწვია ცდომილება საერთო ფართის დაფიქსირების დროს, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა და შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მერიის სსიპ–არქიტექტურის სამსახურის 14.09.2011 წ. #01/2746 ბრძანების ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლებში შემავალი საერთო ფართი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: საერთო ფართი-942.99 კვ.მ.; 2. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მერიის სსიპ–არქიტექტურის სამსახურის 14.09.2011 წ. #01/2746 და ამავე სამსახურის 21.04.2012 წ. #124377 ბრძანებებთან ერთად; 3. აღნიშნულის თაობაზე ეცნობოს ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს; 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მერიაში (მის. შარტავას ქ. N7) მისი ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 18 თებერვალი, 2013გადაწყვეტილება551635 - თანხმობა

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა