ქალაქი თბილისი, ალიო მირცხულავას ქუჩა, N 9ა
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 7265226
- გადაწყვეტილების თარიღი
- 28 ოქტომბერი, 2024
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- მარიამი ჭულუხაძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 405160819
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.13.04.017.411
- მესაკუთრე
- შპს "სვეტი დეველოპმენტი" (404505576)
- ფართობი
- 1 337 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.13.04.017.411საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- სამრეწველო
- ქვეზონა
- s-1
- K1
- 0
- K2
- 0
- სამრეწველო ზონა: ქალაქის რუკა ამ ტიპის ზონისთვის K2-ს არ გვაძლევს (0 ნიშნავს „არ არის გამოქვეყნებული“, არა აკრძალვას). გადაამოწმეთ ზონირების რეგულაცია.
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11062781
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 21 ოქტომბერი, 2024
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 7 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 28 ოქტომბერი, 2024ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 17 სექტემბრის №7219810 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 21 ოქტომბრის №AR11062781 განცხადებით მომართა მარიამ ჭულუხაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2024 წლის 17 სექტემბრის №7219810 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 17 სექტემბრის №7219810 ბრძანებით N01.13.04.017.411 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (სექტორი 5; ბლოკი N8) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 17 სექტემბრიდან 2025 წლის 17 სექტემბრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. სამსახურის 2024 წლის 3 ოქტომბრის №7237488 და 2024 წლის 11 ოქტომბრის №7250135 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2024 წლის 17 სექტემბრის №7219810 ბრძანებაში ვადასთან დაკავშირებით. ასევე, 0.00 ნიშნულის გეგმა ჩანაცვლდა 2024 წლის 7 ოქტომბრის №AR11060589 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გასწორებული გეგმით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2024 წლის 17 სექტემბრის №7219810 ბრძანებით შეთანხმებულ +24.80 და +61.10 ნიშნულის გეგმებზე დაშვებულია ტექნიკური შეცდომა გეგმარებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია. კერძოდ, 2024 წლის 29 მარტის AR11026545 განცხადებით წარმოდგენილ „CAD“ ფაილში არსებული +24.80 და +61.10 ნიშნულის გეგმები და წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი იგივე ნიშნულის გეგმები ერთმანეთთან შესაბამისია. თუმცა, სამსახურის 2024 წლის 17 სექტემბრის №7219810 ბრძანებით შეთანხმებულ გეგმებში აღნიშნული ნიშნულის გეგმები არასწორად დაფიქსირდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 17 სექტემბრის №7219810 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული +24.80 და +61.10 ნიშნულის გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული +24.80 და +61.10 ნიშნულის გეგმებით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 17 სექტემბრის №7219810 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 17 სექტემბრის №7219810, 2024 წლის 3 ოქტომბრის №7237488 და 2024 წლის 11 ოქტომბრის №7250135 ბრძანებებთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 28 ოქტომბერი, 2024გადაწყვეტილება7265226 - თანხმობა
- 21 ოქტომბერი, 2024ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ნახაზები და საპროექტო ფაილები1
- 8 სართულის გეგმა 24,80 ნიშნული . 19 სართულის გეგმა 61.10 ნიშნული.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა