ქალაქი თბილისი , წყალსადენის ქუჩა N7
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 7269983
- გადაწყვეტილების თარიღი
- 31 ოქტომბერი, 2024
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ლეილა აქიმიძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 400140076
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.11.04.028.002
- მესაკუთრე
- შპს "ჯეოიმპორტი" (400140076)
- ფართობი
- 2 945 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.11.04.028.002საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz
- K1
- 0
- K2
- 0
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11063307
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 23 ოქტომბერი, 2024
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 8 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 31 ოქტომბერი, 2024ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 23 ოქტომბრის №7259789 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 23 ოქტომბერს №AR11063307 განცხადებით მომართა ლეილა აქამიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2024 წლის 23 ოქტომბრის №7259789 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება განმცხადებლის სახელისა და გვარის მითითების ნაწილში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 11 აპრილის №5869660 ბრძანებით №01.11.04.028.002 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები ინდივიდუალური სამეურნეო და ტექნიკური დამხმარე ნაგებობის განთავსების მიზნით. სამსახურის 2024 წლის 23 ოქტომბრის №7259789 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2022 წლის 11 აპრილის №5869660 ბრძანებით დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში და საპროექტო ობიექტად დაფიქსირდა ოფისი. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2024 წლის 23 ოქტომბრის №7259789 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა განმცხადებლის სახელისა და გვარის მითითების ნაწილში, შესაბამისად ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ სამსახურს 2024 წლის 06 აგვისტოს №AR11052000 განცხადებით მომართა ლეილა აქიმიძემ და მოითხოვა სამსახურის 2022 წლის 11 აპრილის №5869660 ბრძანებით დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში ცვლილება. სამსახურმა განიხილა და დააკმაყოფილა განმცხადებლის მოთხოვნა სამსახურის 2024 წლის 23 ოქტომბრის №7259789 ბრძანებით. თუმცა ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის შედეგად განმცხადებლის სახელი არასწორად დაფიქსირდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 23 ოქტომბრის №7259789 ბრძანებაში და ბრძანების პირველ აბზაცში „ავთანდილ მახარობლიშვილის“ ნაცვლად დაფიქსირდეს „ლეილა აქიმიძე“. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 23 ოქტომბრის №7259789 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 23 ოქტომბრის №7259789 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 31 ოქტომბერი, 2024გადაწყვეტილება7269983 - თანხმობა
- 23 ოქტომბერი, 2024ფაილები აიტვირთა
წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა