ქალაქი თბილისი, კრწანისის II შესახვევი, N 35
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 7276212
- გადაწყვეტილების თარიღი
- 6 ნოემბერი, 2024
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ვახტანგ არჩვაძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 404557127
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.18.06.012.145
- მესაკუთრე
- შპს "გრანდე ჯგუფი" (404557127)
- ფართობი
- 6 200 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.18.06.012.145საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-2
- K1
- 0,5
- K2
- 0,8
- K3
- 0,25
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11063600
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 25 ოქტომბერი, 2024
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 12 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 2
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 6 ნოემბერი, 2024ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 12 ივლისის №7127331 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 25 ოქტომბერს №AR11063600 განცხადებით მომართა ვახტანგ არჩვაძემ და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 12 ივლისის №7127331 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 12 ივლისის №7127331 ბრძანებით, №01.18.06.012.145 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 12 ივლისიდან 2025 წლის 12 ივლისის ჩათვლით. სამსახურის 2024 წლის 6 სექტემბრის №7207467 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2024 წლის 12 ივლისის №7127331 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, ასევე შეთანხმებული -6.60, -3.30, 0.00, +8.00, +11.30 და +14.60 ნიშნულების გეგმები ჩანაცვლდა 2024 წლის 8 აგვისტოს №AR11049852 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გასწორებული გეგმებით. აგრეთვე, შეთანხმებულ გეგმებს დაემატა გამორჩენილი მე-2 სართულის (+4.00, +4.70 ნიშნულები) გეგმა და შეთანხმებული „ჭრილი 1-18 ღერძებზე“ და „ჭრილი ა-დ ღერძებზე“ ჩანაცვლდა №AR11049852 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ჭრილებით. სამსახურის 2024 წლის 11 ოქტომბრის №7249702 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2024 წლის 12 ივლისის №7127331 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად დაფიქსირდა 2344.31 კვ.მ., დამხმარე ფართობად - 91.04 კვ.მ., საერთო ფართობად - 18311.72 კვ.მ. ხოლო, სამსახურის 2024 წლის 12 ივლისის №7127331 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები (სამსახურის 2024 წლის 6 სექტემბრის №7207467 ბრძანების გათვალისწინებით) ჩანაცვლდა წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი გასწორებული გეგმებით. წარმოდგენილი განცხადებით, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილია სამსახურის 2024 წლის 12 ივლისის №7127331 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება და საცხოვრებელ ფართობად 9026.70 კვ.მ-ის ნაცვლად 9029.04 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 3318.92 კვ.მ-ის ნაცვლად 3311.32 კვ.მ-ის, ხოლო საერთო ფართობად 18311.72 კვ.მ-ის ნაცვლად 18306.46 კვ.მ-ის დაფიქსირება. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გასწორებული გეგმები და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო. ამასთან, შეთანხმებული გეგმები არ იცვლება, უბრალოდ ხდება წარმოდგენილ გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 12 ივლისის №7127331 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 12 ივლისის №7127331 ბრძანებაში და საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს 9029.04 კვ.მ., საზაფხულო ფართობად - 3311.32 კვ.მ., საერთო ფართობად - 18306.46 კვ.მ. 2. სამსახურის 2024 წლის 12 ივლისის №7127331 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები (სამსახურის 2024 წლის 6 სექტემბრის №7207467 და 2024 წლის 11 ოქტომბრის №7249702 ბრძანებების გათვალისწინებით) ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი გასწორებული გეგმებით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 12 ივლისის №7127331 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 12 ივლისის №7127331, 2024 წლის 6 სექტემბრის №7207467 და 2024 წლის 11 ოქტომბრის №7249702 ბრძანებებთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 6 ნოემბერი, 2024გადაწყვეტილება7276212 - თანხმობა
- 5 ნოემბერი, 2024ქალაქის პასუხი
- 4 ნოემბერი, 2024ფაილები აიტვირთა
- 25 ოქტომბერი, 2024ფაილები აიტვირთა
- 25 ოქტომბერი, 2024ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ნახაზები და საპროექტო ფაილები3
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა