ქალაქი თბილისი, ლეო კვაჭაძის ქუჩა, N 19ა
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 7285713
- გადაწყვეტილების თარიღი
- 13 ნოემბერი, 2024
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ვერიკო ბაბუციძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 405067519
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.72.16.097.079
- მესაკუთრე
- შპს "ჯეი4" (405067519)
- ფართობი
- 9 442 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 13 ნოემბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.72.16.097.079საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- სარეკრეაციო
- ქვეზონა
- rz-3
- K1
- 0,3
- K2
- 1
- K3
- 0,5
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11064471
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 1 ნოემბერი, 2024
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 12 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 2
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 13 ნოემბერი, 2024ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 11 ოქტომბრის №7250164 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 1 ნოემბერს №AR11064471 განცხადებით მომართა ვერიკო ბაბუციძემ და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 11 ოქტომბრის №7250164 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 11 ოქტომბრის №7250164 ბრძანებით, №72.16.21.436 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (A-1) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 11 ოქტომბრიდან 2025 წლის 11 აგვისტოს ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. წარმოდგენილი განცხადებით, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილია სამსახურის 2024 წლის 11 ოქტომბრის №7250164 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება, კერძოდ განმარტავს, რომ შეთანხმებული „ა-დ“ და „დ-ა“ ფასადები, „ფოტომონტაჟი და აქსონომეტრიული ხედები“, ასევე შენობა - ნაგებობის "სავიზიტო" სურათები შეუსაბამოა შეთანხმებულ +7.70 და +10.90 ნიშნულების გეგმებთან, კერძოდ „გ-დ“ და „დ-გ“ ღერძებში ფანჯრების მოწყობის ნაწილში. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას და აღნიშნული დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობაში მოყვანას. სამსახურის მიერ წარმოდგენილი და შეთანხმებული დოკუმენტაციის გადამოწმებით დადგენილ იქნა, რომ შეთანხმებული „ა-დ“ და „დ-ა“ ფასადები, „ფოტომონტაჟი და აქსონომეტრიული ხედები“, ასევე შენობა - ნაგებობის "სავიზიტო" სურათები შეუსაბამოა შეთანხმებულ +7.70 და +10.90 ნიშნულების გეგმებთან, კერძოდ „გ-დ“ და „დ-გ“ ღერძებში ფანჯრების მოწყობის ნაწილში. შესაბამისად, შესაძლებელია შეთანხმებულ ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება და „ა-დ“ და „დ-ა“ ფასადების, „ფოტომონტაჟისა და აქსონომეტრიული ხედების“, ასევე შენობა - ნაგებობის "სავიზიტო" სურათების შეთანხმებულ +7.70 და +10.90 ნიშნულების გეგმებთან ურთიერთშესაბამისობაში მოყვანა, კერძოდ „გ-დ“ და „დ-გ“ ღერძებში ფანჯრების მოწყობის ნაწილში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 11 ოქტომბრის №7250164 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 11 ოქტომბრის №7250164 ბრძანებაში და შეთანხმებული „ა-დ“ და „დ-ა“ ფასადები, „ფოტომონტაჟი და აქსონომეტრიული ხედები“, ასევე შენობა - ნაგებობის "სავიზიტო" სურათები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი, გასწორებული ამავე ფასადებით, „ფოტომონტაჟითა და აქსონომეტრიული ხედებით“, ასევე შენობა - ნაგებობის "სავიზიტო" სურათებით. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 11 ოქტომბრის №7250164 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 11 ოქტომბრის №7250164 ბრძანებით ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 13 ნოემბერი, 2024გადაწყვეტილება7285713 - თანხმობა
- 12 ნოემბერი, 2024ქალაქის პასუხი
- 11 ნოემბერი, 2024ფაილები აიტვირთა
- 1 ნოემბერი, 2024ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა