ქალაქი თბილისი , სოფელი დიღომი, ვეფხისტყაოსნის ქუჩა N54
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 7300214
- გადაწყვეტილების თარიღი
- 27 ნოემბერი, 2024
- შედეგი
- უარი
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- გიორგი ბებუა
- დეველოპერი (ს/კ)
- 404444302
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.72.14.036.589
- მესაკუთრე
- შპს "დიღომი ჰაუსი" (404444302)
- ფართობი
- 4 858 მ²
- დანიშნულება
- სასოფლო-სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.72.14.036.589საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-1
- K1
- 0,7
- K2
- 3,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11064971
- სტატუსი
- უარყოფა
- რეგისტრაცია
- 19 ნოემბერი, 2024
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 8 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 27 ნოემბერი, 2024ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 19 ნოემბერს №AR11064971 განცხადებით მომართა გიორგი ბებუამ და მოითხოვა სამსახურის 2023 წლის 21 ივნისის №6517403 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 21 ივნისის №6517403 ბრძანებით №01.72.14.036.589 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (კორპუსი №2) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ამასთან, სამსახურში ფიქსირდება 2024 წლის 24 ივლისის №AR1981449 განცხადება, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (კორპუსი №2) მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 21 ივნისის №6517403 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ – ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 21 ივნისის №6517403 ბრძანებით დაკორექტირდა მხოლოდ №2 კორპუსი და აღნიშნულის შესაბამისად წარმოდგენილ იქნა მხოლოდ კორპუსი №2-ის გეგმები, რაც შეთანხმებულ იქნა სამსახურის მიერ. ასევე, გეგმების (მათ შორის ვექტორული ფაილის) გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ წარმოდგენილ გეგმებზე დატანილი ბინების საცხოვრებელი ფართობების კვადრატულობები მომატებულია შეთანხმებულ გეგმებზე დატანილ ბინების საცხოვრებელ ფართობებთან შედარებით, რაც არ არის მისაღები და არ წარმოადგენს ტექნიკურ შეცდომას. აქვე სამსახური განმარტავს, რომ სამყოფისათვის ფართობი განისაზღვრება მის შემომსაზღვრელ კედლებს შორის არსებული იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის ფართობით, მათ შორის არსებული საყრდენი კედლებისა და კოლონების ფართობის გარეშე (ბინის ფართობში არ იანგარიშება ასევე საყრდენ კედლებში და ბინის შემომსაზღვრელ კედლებში არსებული ღიობები, ბინაში არსებული იატაკის სხვადასხვა დონეების დამაკავშირებელი შიდა კიბე და მისი ბაქანი). აღნიშნულის გათვალისწინებით, საცხოვრებელი ფართობები დათვლილი უნდა იყოს შიდა კონტურზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, ბინების საცხოვრებელი ფართობები გაზრდილია შეთანხმებულთან მიმართებით, აღნიშნული არ წარმოადგენს ტექნიკურ შეცდომას და შესაბამისად, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას გაასწოროს ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2023 წლის 21 ივნისის №6517403 ბრძანებაში. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 27 ნოემბერი, 2024გადაწყვეტილება7300214 - უარი
- 18 ნოემბერი, 2024ფაილები აიტვირთა
- 5 ნოემბერი, 2024ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ნახაზები და საპროექტო ფაილები2
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა