OpenCAD
უარყოფა

ქალაქი თბილისი, ცაცხვების IV შესახვევი, N 4

AR11066355სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება15 ნოემბერი, 2024
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
7293577
გადაწყვეტილების თარიღი
21 ნოემბერი, 2024
შედეგი
უარი
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ზურაბ გიორგაძე
დეველოპერი (ს/კ)
402175953

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.10.18.009.116
მესაკუთრე
ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეული
ფართობი
600 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11066355
სტატუსი
უარყოფა
რეგისტრაცია
15 ნოემბერი, 2024
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
6 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 21 ნოემბერი, 2024ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 15 ნოემბერს №AR11066355 განცხადებით მომართა ზურაბ გიორგაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2022 წლის 31 ოქტომბრის №6187100 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 31 ოქტომბრის №6187100 ბრძანებით, №01.10.18.009.116 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2022 წლის 5 დეკემბრის №6235872 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. წინამდებარე განცხადებით, მოთხოვნილია სამსახურის 2022 წლის 31 ოქტომბრის №6187100 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება და შეთანხმებულ +9.90 ნიშნულის გეგმაზე არსებული 177.93 კვ.მ. ფართობის (გადახურვის) ჩათვლა საზაფხულო ფართობში. შესაბამისად, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საზაფხულო ფართობად 89.7 კვ.მ-ის ნაცვლად 267.63 კვ.მ-ის, ხოლო საერთო ფართობად 1343.66 კვ.მ-ის ნაცვლად 1521.59 კვ.მ-ის დაფიქსირება. სამსახურმა შეთანხმებული დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ 2022 წლის 31 ოქტომბრის №6187100 ბრძანებით შეთანხმებულ ბრძანებასა და გეგმებზე დაფიქსირებული საზაფხულო ფართობების ჯამური მაჩვენებლები შესაბამისობაშია ერთმანეთთან. შესაბამისად, შეთანხმებულ ბრძანებაში საზაფხულო ფართობთან დაკავშირებით ტექნიკური შეცდომა არ ფიქსირდება. რაც შეეხება, შეთანხმებული +9.90 ნიშნულის გეგმაზე არსებული ფართობის (გადახურვის) დამატებას საზაფხულო ფართობში, აღნიშნული არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების სამართლებრივ საფუძველს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, სამსახურის 2022 წლის 31 ოქტომბრის №6187100 ბრძანებაში არ ფიქსირდება ტექნიკური შეცდომა საზაფხულო ფართობთან დაკავშირებით, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა სამსახურის 2022 წლის 31 ოქტომბრის №6187100 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებასთან დაკავშირებით. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 21 ნოემბერი, 2024გადაწყვეტილება7293577 - უარი
  3. 15 ნოემბერი, 2024ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

ნახაზები და საპროექტო ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა