OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი, მოსკოვის გამზირი, N 9დ

AR11066821სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება19 ნოემბერი, 2024
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
7296713
გადაწყვეტილების თარიღი
22 ნოემბერი, 2024
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ანტონი მჭედლიშვილი
დეველოპერი (ს/კ)
405499161

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.17.12.003.168
მესაკუთრე
დავით ჯაფარიძე (P/N: *********29)
ფართობი
4 170 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11066821
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
19 ნოემბერი, 2024
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
3 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 22 ნოემბერი, 2024ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 18 ნოემბრის №7285754 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 19 ნოემბერს №AR11066821 განცხადებით მომართა ანტონი მჭედლიშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2024 წლის 18 ნოემბრის №7285754 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 15 ივლისის №7130971 ბრძანებით, №01.17.12.003.168 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 15 ივლისიდან 2028 წლის 15 მარტის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. სამსახურის 2024 წლის 24 ოქტომბრის №7262246 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2024 წლის 15 ივლისის №7130971 ბრძანებაში, მათ შორის მშენებლობის ვადასთან დაკავშირებით. სამსახურის 2024 წლის 18 ნოემბრის №7285754 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2024 წლის 15 ივლისის №7130971 ბრძანებაში მშენებლობის ვადასთან დაკავშირებით და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 18 ნოემბრიდან 2028 წლის 18 ივლისის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2024 წლის 18 ნოემბრის №7285754 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ შეთანხმებულ მშენებლობის განხორციელების კალენდარული გრაფიკსა და შეთანხმებულ ბრძანებაში დაფიქსირებული მშენებლობის განხორციელების ეტაპები შეუსაბამოა ერთმანეთთან. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. შეთანხმებული დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ 2024 წლის 5 ნოემბრის №AR11064920 განცხადებით მოთხოვნილ იქნა, 2024 წლის 15 ივლისის №7130971 ბრძანებაში ცვლილების შეტანა მშენებლობის ვადასთან დაკავშირებით. რასთან დაკავშირებითაც, წარმოდგენილ იქნა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაცია, მათ შორის მშენებლობის განხორციელების კალენდარული გრაფიკი, რომლის მიხედვითაც, საპროექტო ობიექტზე სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის განსაზღვრულია 44 თვე და 13 ეტაპი. სამსახურის 2024 წლის 18 ნოემბრის №7285754 ბრძანებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა, შევიდა ცვლილება სამსახურის ბრძანებაში მშენებლობის ვადასთან დაკავშირებით, თუმცა ტექნიკური შეცდომის შედეგად, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში განსახორციელებელი სამშენებლო სამუშაოების ეტაპები არასწორად დაფიქსირდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა სამსახურის 2024 წლის 18 ნოემბრის №7285754 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 18 ნოემბრის №7285754 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. შევიდეს ცვლილება სამსახურის 2024 წლის 15 ივლისის №7130971 ბრძანებაში და ბრძანების მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 3. მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2024 წლის 18 ნოემბრიდან 2028 წლის 18 ივლისის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. 4. მშენებლობის ეტაპები განისაზღვროს შემდეგნაირად: შენობა-ნაგებობის მიწის სამუშაოები, შენობა-ნაგებობის ფუძის მოწყობის სამუშაოები, შენობა-ნაგებობის საძირკვლის მოწყობის სამუშაოები, ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა შენობა-ნაგებობის ნულოვან ნიშნულამდე. შენობა-ნაგებობის მიწისპირა ნიშნულიდან პირველი სართულის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის (არამზიდი კონსტრუქციების გამოკლებით) მოწყობა. შენობა-ნაგებობის მეორე სართულის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის (არამზიდი კონსტრუქციების გამოკლებით) მოწყობა. შენობა-ნაგებობის მესამე სართულის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის (არამზიდი კონსტრუქციების გამოკლებით) მოწყობა. შენობა-ნაგებობის მეოთხე სართულის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის (არამზიდი კონსტრუქციების გამოკლებით) მოწყობა. შენობა-ნაგებობის მეხუთე სართულის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის (არამზიდი კონსტრუქციების გამოკლებით) მოწყობა. შენობა-ნაგებობის მეექვსე სართულის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის (არამზიდი კონსტრუქციების გამოკლებით) მოწყობა. შენობა-ნაგებობის მეშვიდე სართულის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის (არამზიდი კონსტრუქციების გამოკლებით) მოწყობა. შენობა-ნაგებობის მერვე სართულის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის (არამზიდი კონსტრუქციების გამოკლებით) მოწყობა. შენობა-ნაგებობის მეცხრე სართულის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის (არამზიდი კონსტრუქციების გამოკლებით) მოწყობა. შენობა-ნაგებობის მეათე სართულის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის (არამზიდი კონსტრუქციების გამოკლებით) მოწყობა. შენობა-ნაგებობის მეთერთმეტე სართულის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის (არამზიდი კონსტრუქციების გამოკლებით) მოწყობა. შენობა-ნაგებობის მეთორმეტე სართულის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის (არამზიდი კონსტრუქციების გამოკლებით) მოწყობა. შენობა-ნაგებობის მეცამეტე სართულის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის (არამზიდი კონსტრუქციების გამოკლებით) მოწყობა. შენობა-ნაგებობის მეთოთხმეტე სართულის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის (არამზიდი კონსტრუქციების გამოკლებით) მოწყობა. შენობა-ნაგებობის მეთხუთმეტე სართულის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის (არამზიდი კონსტრუქციების გამოკლებით) მოწყობა. შენობა-ნაგებობის მეთექვსმეტე სართულის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის (არამზიდი კონსტრუქციების გამოკლებით) მოწყობა. შენობა-ნაგებობის მეჩვიდმეტე სართულის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის (არამზიდი კონსტრუქციების გამოკლებით) მოწყობა. შენობა-ნაგებობის მეთვრამეტე სართულის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის (არამზიდი კონსტრუქციების გამოკლებით) მოწყობა. შენობა-ნაგებობის სახურავისა და გადახურვის მოწყობა. არამზიდი კონსტრუქციების მოწყობა. შენობა-ნაგებობის ლოკალური საერთო სარგებლობის საინჟინრო-ტექნიკური ქსელების მოწყობა. გარე პანდუსის მოწყობა. შენობა-ნაგებობის გარე მოსაპირკეთებელი სამუშაოები. მიწის ნაკვეთის კეთილმოწყობის სამუშაოები, სამშენებლო ნარჩენების გატანა. გაითვალისწინეთ: მშენებლობის ნებართვის მფლობელი (დამკვეთი) ვალდებულია “მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად შეადგინოს მშენებლობის (ზედამხედველობის) ეტაპის დასრულების ოქმი და სამშენებლო/სანებართვო პირობებით დადგენილი მორიგი ეტაპის დასრულებამდე წერილობითი სახით წარადგინოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობა წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და იწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას - დაჯარიმებას. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 1415 მუხლის შესაბამისად, შენობა-ნაგებობის მშენებლობისას მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის შესაბამისი ორგანოსთვის საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისთვის სამშენებლო სამართალდამრღვევს 2025 წლის 31 დეკემბრამდე არ დაეკისრება ამ კოდექსის 132-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.“. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 18 ნოემბრის №7285754 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 18 ნოემბრის №7285754 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიცი

    მეტის ჩვენება
  2. 22 ნოემბერი, 2024გადაწყვეტილება7296713 - თანხმობა

ზოგი ძველი ჩანაწერი და გრძელი ტექსტის დასასრული აქ არ ჩანს.

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა