OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი, კრწანისის II შესახვევი, N 35

AR11067421სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება25 ნოემბერი, 2024- კრწანისი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
7316888
გადაწყვეტილების თარიღი
11 დეკემბერი, 2024
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ვახტანგ არჩვაძე
დეველოპერი (ს/კ)
404557127

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.18.06.012.145
მესაკუთრე
შპს "გრანდე ჯგუფი" (404557127)
ფართობი
6 200 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11067421
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
25 ნოემბერი, 2024
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
1 დღე
ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
3

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 11 დეკემბერი, 2024ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 12 ივლისის №7127331 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 25 ნოემბერს №AR11067421 განცხადებით მომართა ვახტანგ არჩვაძემ და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 12 ივლისის №7127331 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 12 ივლისის №7127331 ბრძანებით №01.18.06.012.145 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 12 ივლისიდან 2025 წლის 12 ივლისის ჩათვლით. სამსახურის 2024 წლის 06 სექტემბრის №7207467, 2024 წლის 11 ოქტომბრის №7249702 და 2024 წლის 06 ნოემბრის №7276212 ბრძანებებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2024 წლის 12 ივლისის №7127331 ბრძანებაში და ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდა: 9029.04 კვ.მ., კომერციულ ფართობად 1178.16 კვ.მ., საზაფხულო ფართობად 3311.32 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 2344.31 კვ.მ., დამხმარე ფართობად 91.04 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობად 2352.59 კვ.მ., საერთო ფართობად 18306.46 კვ.მ.. ამასთან, სამსახურის 2024 წლის 12 ივლისის №7127331 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები ჩანაცვლდა 2024 წლის 25 ოქტომბრის №AR11063600 განცხადებაზე წარმოდგენილი გასწორებული გეგმებით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2024 წლის 12 ივლისის №7127331 ბრძანებით შეთანხმებულ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, ავტოსადგომის ფართობი 2352.59 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 3520.77 კვ.მ., საერთო ფართობი 18306.46 კვ.მ-ის ნაცვლად 19474.64 კვ.მ. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და -6.60, -3.30 და 0.00 ნიშნულის გეგმები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების ფართობები, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, გეგმარება არ იცვლება, ხდება მხოლოდ გეგმებზე ფართების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 12 ივლისის №7127331 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ავტოსადგომის ფართობად დაფიქსირდეს: 3520.77 კვ.მ., საერთო ფართობად: 19474.64 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 12 ივლისის №7127331 ბრძანებით შეთანხმებული (სამსახურის 2024 წლის 06 სექტემბრის №7207467, 2024 წლის 11 ოქტომბრის №7249702 და 2024 წლის 06 ნოემბრის №7276212 ბრძანებებით ჩანაცვლებული) -6.60, -3.30 და 0.00 ნიშნულის გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული -6.60, -3.30 და 0.00 ნიშნულის გეგმებით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 12 ივლისის №7127331 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 12 ივლისის №7127331, 2024 წლის 06 სექტემბრის №7207467, 2024 წლის 11 ოქტომბრის №7249702 და 2024 წლის 06 ნოემბრის №7276212 ბრძანებებთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 11 დეკემბერი, 2024გადაწყვეტილება7316888 - თანხმობა
  3. 10 დეკემბერი, 2024ქალაქის პასუხი
  4. 10 დეკემბერი, 2024ფაილები აიტვირთა
  5. 10 დეკემბერი, 2024ფაილები აიტვირთა
  6. 6 დეკემბერი, 2024ქალაქის პასუხი
  7. 6 დეკემბერი, 2024ფაილები აიტვირთა
  8. 22 ნოემბერი, 2024ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

ნახაზები და საპროექტო ფაილები2

  • კრწანისი გეგმარება ა-ბ 6.12.2024.dwg
  • გეგმა 10.12.24.pdfგახსნა ↗

სხვა ფაილები2

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა