ქალაქი თბილისი , ივანე კერესელიძის ქუჩა N17
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 7313426
- გადაწყვეტილების თარიღი
- 9 დეკემბერი, 2024
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ზაზა ტყეშელაშვილი
- ორგანიზაცია
- 28047
- დეველოპერი (ს/კ)
- 404454256
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.15.02.040.013
- მესაკუთრე
- იოსებ ყურაშვილი (P/N: *********48)
- ფართობი
- 485 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.15.02.040.013საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-5
- K1
- 0,5
- K2
- 2,1
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11067429
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 25 ნოემბერი, 2024
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 5 დღე
- ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 3
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 9 დეკემბერი, 2024ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 30 აგვისტოს №7200230 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 25 ნოემბერს №AR11067429 განცხადებით მომართა ზაზა ტყეშელაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 30 აგვისტოს №7200230 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 30 აგვისტოს №7200230 ბრძანებით, №01.15.02.040.013 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 30 აგვისტოდან 2025 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. სამსახურის 2024 წლის 1 ოქტომბრის №7234017 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2024 წლის 30 აგვისტოს №7200230 ბრძანებაში და საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდა 657.7 კვ.მ., საერთო ფართობად - 1272.2 კვ.მ. ხოლო, შეთანხმებული გეგმები ჩანაცვლდა 2024 წლის 20 სექტემბრის №AR11058514 განცხადებაზე წარმოდგენილი გასწორებული გეგმებით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2024 წლის 30 აგვისტოს №7200230 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, საცხოვრებელი ფართობი 657.7 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 681.5 კვ.მ. კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი - 285.8 კვ.მ-ის ნაცვლად 288.4 კვ.მ. დამხმარე ფართობი - 29.7 კვ.მ-ის ნაცვლად 21.4 კვ.მ., ავტოსადგომის 195.2 კვ.მ-ის ნაცვლად 152.5 კვ.მ., საერთო ფართობი 1272.2 კვ.მ-ის ნაცვლად 1247.6 კვ.მ. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გასწორებული გეგმები და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო. ამასთან, შეთანხმებული გეგმები არ იცვლება, უბრალოდ ხდება წარმოდგენილ გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 30 აგვისტოს №7200230 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 30 აგვისტოს №7200230 ბრძანებაში და საცხოვრებელი ფართობად დაფიქსირდეს 681.5 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად - 288.4 კვ.მ., დამხმარე ფართობად - 21.4 კვ.მ., ავტოსადგომის - 152.5 კვ.მ., საერთო ფართობად - 1247.6 კვ.მ. 2. სამსახურის 2024 წლის 30 აგვისტოს №7200230 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები (სამსახურის 2024 წლის 1 ოქტომბრის №7234017 ბრძანების გათვალისწინებით) ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი გასწორებული გეგმებით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 30 აგვისტოს №7200230 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 30 აგვისტოს №7200230 და 2024 წლის 1 ოქტომბრის №7234017 ბრძანებებთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 9 დეკემბერი, 2024გადაწყვეტილება7313426 - თანხმობა
- 6 დეკემბერი, 2024ქალაქის პასუხი
- 4 დეკემბერი, 2024ფაილები აიტვირთა
- 29 ნოემბერი, 2024ქალაქის პასუხი
- 29 ნოემბერი, 2024ფაილები აიტვირთა
- 22 ნოემბერი, 2024ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა