OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , დასახლება ვარკეთილი , ზემო პლატო , მიკრო/რაიონი II , კორპუსი N1-ის მიმდებარედ

AR11067489სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება22 ნოემბერი, 2024- ვარკეთილი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
7302827
გადაწყვეტილების თარიღი
29 ნოემბერი, 2024
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ვახტანგ ხოჭოლავა
დეველოპერი (ს/კ)
402144452

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.19.20.002.119
მესაკუთრე
შპს "რასტა დეველოპმენტი" (402144452)
ფართობი
1 140 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11067489
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
22 ნოემბერი, 2024
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
7 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 29 ნოემბერი, 2024ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 07 ნოემბრის №7279776 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 22 ნოემბერს №AR11067489 განცხადებით მომართა ვახტანგ ხოჭოლავამ და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 07 ნოემბრის №7279776 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 07 ნოემბრის №7279776 ბრძანებით №01.19.20.002.119 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 7 ოქტომბრიდან 2027 წლის 23 სექტემბრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2024 წლის 07 ნოემბრის №7279776 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, სამსახურის 2024 წლის 07 ნოემბრის №7279776 ბრძანებაში და ამავე ბრძანებით შეთანხმებულ მშენებლობის ორგანიზების კალენდარული გრაფიკში დაფიქსირებული მშენებლობის ეტაპები ერთმანეთთან შეუსაბამოა. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია. კერძოდ, სამსახურის 2024 წლის 07 ნოემბრის №7279776 ბრძანებაში, ტექნიკური შეცდომის შედეგად, არასწორად დაფიქსირდა ამავე ბრძანებით შეთანხმებულ მშენებლობის ორგანიზების კალენდარულ გრაფიკში მითითებული მშენებლობის ეტაპები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 07 ნოემბრის №7279776 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მშენებლობის ეტაპები განისაზღვროს შემდეგნაირად: I რიგის სამუშაოები: 1) მოსამზადებელი სამუშაოები, რომლებიც დაკავშირებულია სამშენებლო მოედნის მოწესრიგებასთან, მათ შორის არსებული ნაგებობის (ერთსართულიანი შენობა) დაშლასთან და სამშენებლო ნაგავის მოცილებასთან; 2) შენობა - ნაგებობების გრუნტის ზედაპირზე დაკვალვა და ძირითადი ღერძების დაფიქსირება; II რიგის სამუშაოები: 3) შენობა-ნაგებობების მიწის სამუშაოები; შენობა-ნაგებობების ფუძის მოწყობის სამუშაოები; შენობა-ნაგებობების საძირკვლის მოწყობის სამუშაოები; შენობა-ნაგებობების +0.00 ნიშნულამდე ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა; ციკლის დასრულება; 4) შენობა-ნაგებობების: +0.00 ნიშნულიდან +4.00 მ-მდე; +4.00 ნიშნულიდან +10.40 მ-მდე; +10.40 ნიშნულიდან +16.80 მ-მდე; +16.80 ნიშნულიდან +23.20 მ-მდე; +23.20 ნიშნულიდან +31.80 მ-მდე ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა; 5) შენობა-ნაგებობების სახურავისა და გადახურვის მოწყობა. 6) შენობა-ნაგებობების არამზიდი კონსტრუქციების მოწყობა; 7) შენობა-ნაგებობების ლოკალური საერთო სარგებლობის საინჟინრო-ტექნიკური ქსელების მოწყობა. 8) ტექნოლოგიური მოწყობილობების მონტაჟი. 9) შენობა-ნაგებობების გარე მოსაპირკეთებელი სამუშაოები. 10) მიწის ნაკვეთის კეთილმოწყობის სამუშაოები; გაითვალისწინეთ: მშენებლობის ნებართვის მფლობელი (დამკვეთი) ვალდებულია “მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად შეადგინოს მშენებლობის (ზედამხედველობის) ეტაპის დასრულების ოქმი და სამშენებლო/სანებართვო პირობებით დადგენილი მორიგი ეტაპის დასრულებამდე წერილობითი სახით წარადგინოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობა წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და იწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას - დაჯარიმებას. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 1415 მუხლის შესაბამისად, შენობა-ნაგებობის მშენებლობისას მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის შესაბამისი ორგანოსთვის საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისთვის სამშენებლო სამართალდამრღვევს 2025 წლის 31 დეკემბრამდე არ დაეკისრება ამ კოდექსის 132-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.“. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 07 ნოემბრის №7279776 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 07 ნოემბრის №7279776 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 29 ნოემბერი, 2024გადაწყვეტილება7302827 - თანხმობა
  3. 22 ნოემბერი, 2024ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა