OpenCAD
განუხილველი

ქალაქი თბილისი , დასახლება ქვემო ალექსეევკა ; ქალაქი თბილისი , ქვემო ალექსეევკა

AR11067768სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება28 ნოემბერი, 2024- ორხევი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
7312532
გადაწყვეტილების თარიღი
10 დეკემბერი, 2024
შედეგი
სხვა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
მიხეილ გიორგობიანი
დეველოპერი (ს/კ)
405076359

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.19.24.007.359
მესაკუთრე
შპს ენ ერ ჯი ჯორჯია (405076359)
ფართობი
31 551 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11067768
სტატუსი
განუხილველი
რეგისტრაცია
28 ნოემბერი, 2024
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
12 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 18 დეკემბერი, 2024ვადა გაგრძელდა15 დღით, ახალი ვადა: 14 თებერვალი, 2025
  2. 10 დეკემბერი, 2024ქალაქის პასუხი

    2024 წლის 28 ნოემბრის №AR11067768 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 28 ნოემბერს №AR11067768 განცხადებით მომართა მიხეილ გიორგობიანმა და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 23 აპრილის №6984170 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2015 წლის 12 აგვისტოს №2038858 ბრძანებით, №01.19.24.007.081 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, სამეურნეო და საწარმოო ობიექტების მშენებლობის მიზნით, დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. ამასთან, აღნიშნული ბრძანებაში დაფიქსირებულია, რომ დამტკიცებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ვადა არის მისი გაცემის თარიღიდან 5 (ხუთი) წელი. სამსახურის 2021 წლის 19 ოქტომბრის №5610935 ბრძანებით, დამტკიცებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების საფუძველზე, შეთანხმდა დამხმარე-ტექნიკური შენობის (საგუშაგო) არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2022 წლის 21 იანვრის ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. ამასთან, სამსახურის 2024 წლის 23 აპრილის №6984170 ბრძანებით შეთანხმდა დამხმარე-ტექნიკური შენობის (საგუშაგო) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 23 აპრილიდან 2025 წლის 23 აპრილის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით აღარ არსებობს სამსახურის 2024 წლის 23 აპრილის №6984170 ბრძანების საფუძველზე, მშენებლობის განხორციელების ინტერესი, აქედან გამომდინარე, ითხოვს მის ძალადაკარგულად გამოცხადებას. სამსახურის მიერ დოკუმენტაციის გადამოწმებით დადგენილ იქნა, რომ წინამდებარე განცხადებაზე არ არის წარმოდგენილი, საპროექტო ტერიტორიის, დღევანდელი მდგომარეობით, არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტომასალა. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭიროა, დაზუსტებულ იქნეს მოთხოვნა სამსახურის 2021 წლის 19 ოქტომბრის №5610935 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებასთან დაკავშირებითაც. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაციის ნომერი: 892024129264, მომზადების თარიღი: 16/08/2024 წ.) თანახმად, №01.19.24.007.359 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ენერჯი ჰოლდინგ ჯორჯია“ (ს/ნ: 405076359). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B24126950, მომზადების თარიღი: 07/10/2024 წ.) თანახმად შპს „ენერჯი ჰოლდინგ ჯორჯიას“ ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს მამია მოცრაძე (პ/ნ: 54001014452). ხოლო, მის მიერ 2024 წლის 2 აპრილს გაცემული №240397858 მინდობილობით დგინდება განმცხადებლის უფლებამოსილება. გაითვალისწინეთ, რომ სამსახურის 2021 წლის 19 ოქტომბრის №5610935 და 2024 წლის 23 აპრილის №6984170 ბრძანებებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტების ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში, სამსახურის 2015 წლის 12 აგვისტოს №2038858 ბრძანებით დამტკიცებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებიც ჩაითვლება ძალადაკარგულად (ვინაიდან მისი გაცემის თარიღიდან გასულია ხუთ წელზე მეტი). შესაბამისად, აღნიშნული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების საფუძველზე ახალი არქიტექტურული პროექტების შეთანხმება ვერ მოხდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურის 2021 წლის 19 ოქტომბრის №5610935 და 2024 წლის 23 აპრილის №6984170 ბრძანებების ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში, ახალი პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის მისაღებად ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულ უნდა იქნეს თავიდან (I სტადიიდან), რაც გულისხმობს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების, დღეის მდგომარეობით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებას. ამასთან, განგიმარტავთ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამავე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების მიხედვით, ძალადაკარგულად გამოცხადება ნიშნავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტას მისი ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან. ამასთან, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია. ამავე კოდექსის საფუძველზე, დაინტერესებული მხარე არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ასევე განმარტავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს დაინტერესებული მხარის მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დამატებითი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის წარმოდგენა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. დაევალოს განმცხადებელს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში: 1.1. საჭიროების შემთხვევაში დააზუსტოს მოთხოვნა სამსახურის 2021 წლის 19 ოქტომბრის №5610935 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებასთან დაკავშირებით. 1.2. წარმოადგინოს საპროექტო ტერიტორიის, დღევანდელი მდგომარეობით, არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტომასალა. 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, 2024 წლის 28 ნოემბრის №AR11067768 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  3. 10 დეკემბერი, 2024გადაწყვეტილება7312532 - სხვა
  4. 25 ნოემბერი, 2024ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა